რეგისტრაცია | შესვლა ჩემი პროფაილი   ურთიერთობა   გართობა   სასარგებლო   ინფორმაცია     სანიშნეს ჩადება სასტარტედ დაყენება  
ფორუმები
ფორუმები: საერთო
ახალი შეტყობინებები
სანიშნეები
თქვენი თემები
თქვენი შეტყობინებები

საუკეთესო თემები
პასუხის გარეშე თემები
ძიება
ფორუმები: კლუბური
ფორუმები: რეგიონალური

ურთიერთობა
დასაწყისი
ფორუმები
ჩატი
დღიურები
კლუბები
ფოტოალბომი
გაცნობები
მესენჯერი
მომხმარებლები

    პორტალის მობილური ვერსიაnew
ge.26L.com » ფორუმი » საზოგადოება » ახალი ამბები » ლეგენდარული ადამიანები....
ახალი  თემის დაწყება   თემაზე პასუხის გაცემა გვერდზე:   1, 2, 3   შემდეგი
თემის ამობეჭდვაა
ავტორი შეტყობინება
lola_pantera
ინვენტარი
ინვენტარი

avatar


დარეგისტრირებულია:
2007-05-07
პუნქტების რაოდენობა: 59514

შეტყობინებადამატებულია: 13 მაისი 2008 19:18
   შეტყობინების სათაური: ლეგენდარული ადამიანე
  ციტატით პასუხის გაცემა    შეტყობინების ამობეჭდვა

მოდით მივუძღვნათ ეს თემა ლეგენდარულ ადამიანებს...რომლებიც შემოვიდნენ ისტორიაში როგორც დიდებული მოღვაწეები და დატოვეს საკუთარი კვალი დედამიწაზე !!
დასაწყისზე დაბრუნება
პროფაილის დათვალიერება პირადი შეტყობინების გაგზავნა სასტუმრო  წიგნაკი მოხმარებლის დრიურის წაკითხვა მომხმარებლის ფოტოალბომის დათვალიერება
lola_pantera
ინვენტარი
ინვენტარი

avatar


დარეგისტრირებულია:
2007-05-07
პუნქტების რაოდენობა: 59514

შეტყობინებადამატებულია: 13 მაისი 2008 19:20
   შეტყობინების სათაური: Re: ლეგენდარული ადამიან
  ციტატით პასუხის გაცემა    შეტყობინების ამობეჭდვა




ეძღვნება სოფიკო ჭიაურელის ხსოვნას

"ეპოქალური ქალბატონი", "სცენის დედოფალი"- ეს ის ეპითეტებია, რომლითაც ქართველ მსახიობს სოფიკო ჭიაურელს ამკობენ. ის მართლაც საოცრად ნიჭიერი ქალბატონი იყო. სამწუხაროდ დღეს ის ჩვენთან აღარ არის და ჩვენ ისღა დაგვჩენია გავიხსენოთ, თუ როგორ დაიწყო მან თავისი კარიერა და როგორ მოახერხა მთელი მსოფლიოსთვის შეეყვარებინა თავი.

1937 წლის 21 მაისს, ფიქრის გორაზე, საკუთარ სახლში, სოფიკო ჭიაურელი დაიბადა. ეს სწორედ ის უბანი და ის ადგილია, სადაც მის მშობლებს პირველი პაემანი ჰქონდათ. სოფიკოს მამამ აქ შეჰფიცა მომავალ მეუღლეს, რომ ამ ადგილას სახლს ააშენებდა და ასეც მოიქცა. სწორედ იმ სახლში დაიბადა ქალბატონი სოფიკო.

ის ხელოვანთა ოჯახიდან იყო და მისი არჩევანი, რომ მსახიობი გამხდარიყო არავის გაკვირვებია. მამა- მიხეილ ჭიაურელი საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი გახლდათ. მისი მრავალმხრივი ნიჭი ყველას აოცებდა. ის იყო მხატვარიც, მსახიობიც, მოქანდაკეც, უკრავდა ყველანაირ ინსტრუმენტზე და ამასთანავე იყო პოლიგლოტი. დედა- ვერიკო ანჯაფარიძე ყველასათვის ცნობილი და საყვარელი მსახიობი იყო. ხელოვნების ინგლისურმა აკადემიამ ის მეოცე საუკუნის საუკეთესო მსახიობი ქალების ათეულში შეიყვანა.

თავისი მოღვაწეობის განმავლობაში, სოფიკო ჭიაურელმა, თეატრსა და კინოში 100-ზე მეტი როლი შეასრულა.პირველი ფილმი მისი მონაწილეობით რეზო ჩხეიძის "ჩვენი ეზო" იყო. მას სერგო ფარაჯანოვის მუზასაც კი უწოდებდნენ.

ყველაზე ცნობილი ფილმები მისი მონაწილეობით არის: გიორგი დანელიას "არ იდარდო", "ნატვრის ხე", "ფერისცვალება", "ამბავი ერთი ქალიშვილისა", "ამბავი სურამის ციხისა", "ხევსურული ბალადა", "ვერის უბნის მელდიები" და მრავალი სხვა.

სოფიკო ჭიაურელს მრავალი ჯილდო აქვს მიღებული. 1976 წელს ის საქართველოს სახალხო არტისტად აღიარეს. 1979 წელს ასევე სახალხო არტისტის წოდება სომხეთშიც მიანიჭეს. 1965 წელს "ლოკორნოს საერთაშორისო ფილმის ფესტივალზე" სოფიკო ჭიაურელს საუკეთესო მსახიობის ტიტულიც ერგო. ის ასევე საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრიზის მფლობელიც გახლდათ, რაც იმ დროისთვის ძალიან დიდი პატივი იყო.

1955 წელს ქალბატონი სოფიკო გათხოვდა. მისი რჩეული სარეჟისორო ფაკულტეტის სტუდენტი გიორგი შენგელაია გახლდათ. მათ ორი შვილი ალექსანდრე და ნიკუშა შენგელაიები ჰყავთ. როდესაც ქალბატონ სოფიკოს რაიმე როლზე ამტკიცებდნენ მას ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად უწევდა გადაღებებზე სიარული.

1980 წელს სოფიკო ჭიაურელი მეორედ გათხოვდა, ამჯერად კოტე მახარაძეზე. მათ ერთი ინტერესები ჰქონდათ და ამიტომ მათი ცხოვრება მშვიდად და სრულ იდილიაში მიმდინარეობდა. მათ ერთად დააარსეს "ერთი მსახიობის თეატრი" ფიქრის გორაზე, სადაც თითქმის ყოველ კვირა წარმოდგენები იმართებოდა. პიესების დიდი ნაწილის ავტორი კი თავად კოტე მახარაძე გახლდათ.

სოფიკო ჭიაურელმა ქართულ კინოსა და თეატრს, საქართველოს საზღვრებს გარეთაც გაუთქვა სახელი. ის ყოველთვის ცდილობდა რაიმე სასიკეთო და სასარგებლო გაეკეთებინა იმ საქმისთვის, რომელშიც მოღვაწეობდა და რომელიც ასე ძალიან უყვარდა.

ქალაქ თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, დაწესდება სოფიკო ჭიაურელის სახელობის სტიპენდია და ასევე თბილისის ერთ-ერთ ქუჩას მისი სახელი დაერქმევა.
დასაწყისზე დაბრუნება
პროფაილის დათვალიერება პირადი შეტყობინების გაგზავნა სასტუმრო  წიგნაკი მოხმარებლის დრიურის წაკითხვა მომხმარებლის ფოტოალბომის დათვალიერება
lola_pantera
ინვენტარი
ინვენტარი

avatar


დარეგისტრირებულია:
2007-05-07
პუნქტების რაოდენობა: 59514

შეტყობინებადამატებულია: 13 მაისი 2008 19:22
   შეტყობინების სათაური: Re: ლეგენდარული ადამიან
  ციტატით პასუხის გაცემა    შეტყობინების ამობეჭდვა



მოდა შეიძლება გადავიდეს მოდიდან, სტილი კი არასოდეს...
მან გაათავისუფლა ქალის სხეული კორსეტისგან, მან თავის თანამედროვე ქალებს ჩააცვა შარვლები, ამასთან არ დაივიწყა ჰალსტუხი. . . მან შესთავაზა მსოფლიოს განუმეორებელი, დაუვიწყარი არომატი სუნამო - შანელი N5.

მოდის პირველი სალონები და პირველი მოდელიერები, სიტყვა “კუტიურიესგან” გაჩდნენ XIX ს-ში საფრანგეთში. პარიზის წამყვანი მოდის სახლების შემოქმედებითი, მაღალი დონის სამკერვალო ოსტატობა გახდა პარიზის “მაღალი მოდის” საფუძველი. კოკო შანელი მოდის ბიზნესში მოხვდა XX ს-ში, როცა უკვე შემუშავებული იყო ტანსაცმლის ზომების სისტემა, დაიწყო მასიური წარმოება, გაჩნდა ტანსაცმლის ხაზი-pret-a-porte. შანელი იყო პირველი “კუტურიე”, რომელმაც დაიწყო მუშაობა სამკერვალო წარმოებისთვის. მისი კაბების და კოსტუმების მოდელებს აღარ ჰქონდა კორსეტის ფორმა, რომელიც ნეკნებს აზიანებდა და გულის წასვლის მიზეზი ხდებოდა. ტანსაცმელს ჰქონდა ქალის სხეულის ფორმა თავისი ღირსებებით და ნაკლით. რაც პოპულარული იყო XIX ს-ში- მეტისმეტად ვიწრო წელი, ფუმფულა ქვედაბოლოები, განიერი შლაპები, ძვირფასი მაქმანები, XX-ს-ში აქტუალურობა დაკარგა.

კოკო შანელი ან იგივე გაბრიელ ბონერ შანელი - არის ის შესანიშნავი ქალბატონი, რომელიც ბედის და გული კარნახით აღმოჩნდა მოდის ცვალებად სამყაროში და სამკერვალო საქმე ხელოვნების დონემდე აიყვანა. ამასთან მას დასაწყისში მხოლოდ საკუთარი ხელები, ქინძისთავების და მაკრატელის გარდა არაფერი გააჩნდა. ამჟამად მაღალი მოდის ეს ვარსკვლავი, რომლის სახელია Chanel წარმოადგენს დახვეწილი გემოვნების და მომხიბვლელობის ბრენდს.

კოკო შანელი დაიბადა 1883 წელს დასავლეთ საფრანგეთში, იგი ადრეულ ასაკში დაობლდა. რის შემდეგაც იზრდებოდა მონასტერში, სადაც შეისწავლა ჭრა-კერვა. მონასტრის დატოვების შემდეგ იგი მღეროდა კაბარე “როტონდაში”, სადაც მოიპოვა წარმატება და ფული. აქ დაერქვა მას მეტსახელი კოკო და გაიცნო მდიდარი ოფიცერი ეტიენ ბალზანი. კოკოს ძალიან სურდა სიღარიბისგან თავის დაღწევა, ამიტომ დათანხმდა ეტიენს და გაყვა რუაიოს ციხესიმაგრეში საცხოვრებლად. კოკოს მუდმივად სხვის ხარჯზე ცხოვრება არ სურდა, ამიტომ მან დაიწყო ქალის შლაპების კერვა საკმაოდ წარმატებულად და ეტიენმა მას საკუთარი მაღაზია გაუხსნა. ცოტა ხანში მან გაიცნო შეძლებული ინგლისელი არტურ კეიპელი და გაყვა მას. წერდნენ, რომ არტური მისი ერთადერთი დიდი სიყვარული იყო, რომელსაც ყველაფერს პატიობდა, სხვაზე ქორწინებასაც კი. იგი დიდხანს გლოვობდა არტურის ტრაგიკულ სიკვდილს ავარიის შედეგად. არტური დაეხმარა მას დაეწყო თავისი ცხოვრების მთავარი საქმე-ტანსაცმლის მოდელების შექმნა.

1910 წელს პარიზში კამბონის ქუჩაზე კოკო შანელმა გახსნა საკუთარი პატარა მაღაზია. იგი შემდგომში იტყვის: “მე შევძელი საკუთარის სახლის შექმნა, რადგან მინახავდა ორი მამაკაცი”.

მას პარიზში გამეფებული მოდა მეტისმეტად საგანგებოდ მოეჩვენა -ტუალეტის მყვირალა ფუფუნება, რომელზეც იხარჯებოდა უამრავი ქსოვილი, რთული ვარცხნილობები, დიდი რაოდენობით ძვირფასეულობა, კორსეტის არაბუნებრივი ფორმა. პარიზის ოპერაში სიარულისას დიაგილევის “რუსული სეზონის” დროს, იგი აკვირდებოდა თეატრის ნიჭიერი მხატვრებს, როგორიც იყო ლ.ბაქსტი, ნოვატორულ იდეებს. ბალეტში “თამაში” სტრავინსკის მუსიკაზე, იგი გააოცა და ამასთან ძალიან მოეწონა ტენისის მოთამაშეთა იმ დროისთვის შეუფერებელმა მოკლე ქვედაბოლოებმა.

მისმა წინათგრძნობამ, XX ს-ის მოთხოვნათა შეგრძნებამ, როცა მოდა აღარ შეესაბამებოდა საზოგადოებაში მიმდინარე სოციალურ ცვლილებებს, საშუალება მისცა კოკოს შეჭრილიყო ქალთა ცხოვრებაში, შეექმნა ქალის ახალი სახე, ტანსაცმლის ახალი ტრადიციულისგან განსხვავებული მოდელები.

როგორც ფრანგი მოქანდაკე როდენი მარმარილოს აცლიდა ყველაფერს ზედმეტს შედევრის შესაქმნელად, ასევე მაკრატლითა და ნემსით შეიარაღებული კოკო ქმნიდა ქალებისთვის პრაქტიკულ და მოსახერხებელ ტანსაცმელს. მისი შთაგონების წყარო იყო, როგორც ბავშვობა, ასევე გარემო, სადაც ტრიალებდნენ ხელოვნების წარმომადგენლები, მხატვრები, მუსიკოსები, მსახიობები. ნამდვილი ელეგენტურობის საწყისად კოკო მიიჩნევდა ბუნებრიობას და სიმარტივეს. იგი არასოდეს ქმნიდა ესკიზებს, თავად უწევდა რეკლამას საკუთარ მოდელებს, იცმევდა რა მათ თეატრში, სეირნობისას და კიდებდა მაღაზიის ვიტრინაში. ამ გზით მან დაამკვიდრა თავისი სტილი, სუნამო, საყვარელი ყვავალი-თეთრი კამელია. ამბობდნენ, რომ მოდის შემქნით ის თავის თავს მოსავდა. კოკო და მისი მოდელები, მისი სტილი იზიდავდა გამბედაობით, თანამედროვეობით და სიახლით, რაც ასე ძალიან ჭირდებოდა XX ს-ის ქალს. “ჩემი ჩაცმის სტილი სხვების დაცინვას იწვევდა, სწორედ ამაში იყო ჩემი წარმატება, რადგან სხვების მსგავსად არ გამოვიყურებოდი”.
პირველი მსოფლიო ომის დროს კოკო იძულებული გახდა გამგზავრებულიყო შორეულ საკურორტო ქალაქ ბიარიცში. მისი მაღალი მოდის სახლი პოპულარული გახდა უბრალო და მოკრძალებული ტანსაცმლის გამო. ტრიკოტაჟის ქსოვილი“ჯერსი” ჯერ კიდევ შემორჩენილი იყო საწყობში ომის პერიოდში. მისგან წინდებს და საცვლებს კერავდნენ. მან პირველმა შექმნა მისგან კაბის და კოსტუმის მოდელები.

1920 წელს კოკომ რუსი ემიგრანტ დიდი მთავარ დიმიტრი რომანოვის მეშვეობით გაიცნო პარფიუმერი ერნესტ ბო. იგი ქმნიდა სუნამოებს სამეფო ოჯახისთვის. იგი კომპოზიციებს ქმნიდა ნატურალური ეთერზეთების და სინთეტიკური ჰაეროვანი ნივთიერებების შერევით და იღებდა უზუსტეს არომატებს. სწორედ მას მიმართა შანელმა თავისი ორიგინალური არომატის შესარჩევად და შესაკვეთად. არსებობს რამდენიმე ვერსია რატომ აირჩია მან რიცხვი 5. ერთი ვერსიით შეთავაზებული ფლაკონებიდან მან მეხუთე აირჩია (ხუთი მისი ბედნიერი რიცხვი იყო). თუმცა მასში ყვავილოვანი კომპონენტების მიჭარბე იყო, რაზეც კოკომ განაცხადა, რომ “ქალს ქალი სურნელი უნდა ჰქონდეს და არა ყვავილის”. ამის შემდეგ მოკრძალებული ფლაკონის შიგთავსმა, წარწერით “შანელი N5” გააოცა პლანეტის ყველა ქალი თავისი განუმეორებლობით, ტკბილი არომატის დახვეწილობით. მან მსოფლიო სახელი და უდიდესი მოგება მოუტანა ერნესტ ბოს და კოკო შანელს.

დამქანცველი ომის შემდეგ ევროპაში 20-იან წლებში დაიწყო ეკონომიკური ზრდა, შეიცვალა ქალის როლი. კოკომ შექმნა თავისი თანამედროვე ქალის მოდური სახე-ბიჭური ფიგურა, მოკლე ვარცხნილობა, გარუჯულობა, რაც მანამდე ქალბატონებისთვის ცუდ ტონად ითვლებოდა. მამაკაცის შარვლები, კოსტუმები, მკაცრი პერანგები ჰალსტუხით, ნაკეცებიანი ქვედაბოლოები – ამ ყველაფერმა საბოლოოდ შეცვალა ქალის ჩაცმის სტილი. და ბოლოს “უმაღლესი პილოტაჟი”- გენიალური, მუხლებამდე სიგრძის შავი კაბა გრძელი სახელოებით და მომრგვალებული დეკოლტეთი. შავი ფერის მიუხედავად, კაბა მეტად ეროტიკულად გამოიყურებოდა:კაშკაშა წითელი პომადა, ხელოვნური მარგალიტის გრძელი მძივი, მსუბუქი ნავისებური ფეხსაცმელი და შანელი N5 –ის არომატი ავსებდნენ კლასიკას. “პატარა შავი კაბა” გახდა არამარტო ეპოქის და არამედ კოკოს სახე, რომელსაც უყვარდა შავი ფერი და სილუეტის ელეგანტური ლაკონურობა. ჟურნალები წერდნენ, რომ “ქალი, რომელსაც გარდერობში შანელის ერთი ნივთი მაინც არ აქვს, ის უიმედოდ არის ჩამორჩენილი მოდას.

კოკო შანელი ხდება მოდის აღიარებული კანონმდებელი. მისი მოდელების ქაღალდის თარგების გამოშვებას იწყებს ამერიკული კომპანია “Mc Call Pattern Company” . მისი მოდის სახლი თავისი სალონით, მაღაზიით, ატელიეთი და კოკოს ბინით კამბონის ქუჩაზე, პარიზის განუყოფელი ნაწილი ხდება, მისი კლიენტები მიეკუთვნებოდნენ მაღალი საზოგადოებას, ასევე იყვნენ XX საუკუნის ცნობილი ქალბატონები- მარლენ დიტრიხი, გრეტა გარბო, ჟაკლინ კენედი, ელიზაბეტ ტეილორი, ფრანსუაზა საგანი, რომი შნაიდერი და სხვები.

თავისი ინდივიდუალური სტილის შექმნის, ცალკეული პროპორციების, ფერთა გამის, ქსოვილის ფაქტურის დამუშავების გარდა კოკო ქმნიდა დამატებით აქსესუარებს და ბიჟუტერიასაც.

1924 წელს მან დაიწყო მოდური ბიჟუტერიის წარმოება ხელოვნური ქვებისგან დამზადებული ეფექტური მძივები და გულსაკიდები ამშვენებდნენ მის კოსტუმებს და კაბებს და ანიჭებდნენ ჩაცმულობას კონტრასტულობას და მოხდენილობას. 1929 წელს ის ხსნის აქსესუარების, ბიჟუტერიის და სუნამოების ბუტიკს. კოკოს აზრით სამკაულები ბევრი უნდა იყოს.. ისინი ეპოქაზე თავიანთ კვალს ტოვებენ, მე მსურდა, რომ ეს შანელის ბიჟუტერია ყოფილიყო” თავად კოკო ატარებდა თავის ბიჟუტერიას ძვირფას სამკაულებთან ერთად, რათა ეჩვენებინა, რომ ოქრო ვერ ჩრდილავს მაღალი ხარისხის ბიჟუტერიას.

უდიდესი წარმატება, რომელიც კოკომ მოიპოვა იყო მისი დაუღალავი შრომის, საკუთარი შესაძლებლობების რეალიზების სურვილის, ნიჭის, მოდელიერის ოსტატობის შედეგი. მთელი ცხოვრება კოკო ამტკიცებდა, რომ მოვიდა საქმიანი, პროფესიაში წარმატებული, საკუთარი პრობლემების გადაჭრის უნარის მქონე ქალის დრო, რომელსაც ამასთან ერთად სიყვარულის უნარიც გააჩნდა და შეეძლო ყოფილიყო სიყვარულის ობიექტიც.

კოკოს რომანმა ვესმინსტერელ ჰერცოგთან, რომელიც დაიწყო 1925 წელს, შეავსო მისი წარმოდგენები მოდაზე. ტვიდის ჟაკეტებმა, რომელიც მამაკაცის კოსტუმებს გავდა, ნაქსოვმა სვიტერებმა შეიტანა მის სტილში ტრადიციული ინგლისური მოტივების ელეგენტურობა. მან უარი უთხრა ჰერცოგს ცოლობაზე. მისთვის მთავარი იყო შემოქმედება, რომელსაც მთელი ცხოვრება მიუძღვნა. როცა მე მიწევს არჩევანის გაკეთება მამაკაცებს და ჩემ კაბებს შორის, ყოველთვის კაბებს ვირჩევ, მე ჩემ ვნებაზე ძლიერი ვარ”. მას არასდროს შეეძლო მთლიანად მისცემოდა პირად ცხოვრებას, მას ნარკოტიკივით იზიდავდა სამუშაო. ის მუდმივად დარჩება როგორც მადმუაზელ კოკო-უდიდესი მადმუაზელი.

30-იანი წლების დასაწყისში კოკომ შექმნა საღამოს ჩაცმულობა, რომელშიც შეიტანა შიკის ელემენტები-ოქროსფერი წვიმებით გაწყობილი კაბები, ოქრომკედით ამოქარგული “ლამე”, რაც მის სტილს არ შეესაბამებოდა, მაგრამ დროს მიაგებდა პატივს.
კოკომ თავისი შესაძლებლობები მოსინჯა, როგორც თეატრის და კინოს მხატვარმა. დიაგილევის ბალეტ “ლურჯი ექსპრესისთვის” მან შექმნა კოსტუმები (ჟ.კოკტოს სცენარი, ფარდის მხატვრობა პიკასო)., ასევე ფრანგული ფილმისთვის “პოეტის სისხლი”, მუშაობს ჰოლივუდში. 60-იან წლებში ფილმში “ბოკაჩო” რომი შნაიდერი შანელის შექმნილ კოსტუმებში თამაშობს.

1939 წელს, მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში კოკო ხურავს თავისი მოდის სახლს, მიდის თავისი დიდების და წარმატებისგან. “ისეთი განცდა მქონდა, რომ კაბებს არავინ არასდროს შეიკერავდა”-თქვა მან. ცხოვრებამ მას კიდევ ერთი სიყვარული აჩუქა გერმანელი ოფიცრის ბარონ გიუნტერ ფონ დინკლანგეს სახით, რომელიც მასზე 13 წლით უმცროსი იყო. იმ წლებში გერმანელ ოფიცერთან სასიყვარულო ურთიერთობა, თანაც ასეთი ცნობილი პიროვნებისთვის მეტად მიუღებელი იყო. მაგრამ შანელს უკან დახევა არ შეეძლო, ის უკვე 60 წელს უახლოვდებოდა. მთელი საფრანგეთი მას ქვეყნის ღალატში ადანაშაულებდა, ის იძულებული გახდა შვეიცარიაში გადასახლებულიყო:”გასარკვევია რა უფრო დიდი ღალატია გერმანელთან დაწოლა და გერმანელი გენერლების ცოლების მომსახურეობა”-თქვა კოკომ.

ცხრა წლის შემდეგ კოკო დაბრუნდა საფრანგეთში ახალი კოლექციით. დადგა სახელგანთქმული საათი, როცა 70 წლის შანელმა კვლავ დაიპყრო პარიზელი ქალბატონების გული. მან მათ შეთავაზა კრისტიან დიორის ალტერნატივა კაბების და კოსტუმების უბრალო, მოხერხებული, უნივერსალური მოდელები ცხოვრების ნებისმიერი შემთხვევის და ნებისმიერი ასაკისთვის. შანელის უსაყელო და უგადანაკეცო კოსტუმი, მოკლე, კანტით გაწყობილი პიჯაკი და სწორი, მეტალის ღილებიანი მკაცრი ქვედაბოლოთი. შანელი თვლიდა, რომ არ არსებობს კოსტუმზე თანამედროვე ნივთი, მისი ტარებაც შეიძლება ბლუზებთან, შარფებთან, ტოპებთან, ბიჟუტერიასთან. კოსტუმი გახდა მაღალი სტილის მაჩვენებელი და შანელის სახლის ყველა ჩვენებაშია წარმოდგენილი.

ლეგენდარულმა კუტურიემ იცოცხლა 87 წელი და გარდაიცვალა 1971 წელს. შანელის სტილი კი დღესაც ცოცხლობს და წარმოადგენს მოდის ხელოვნებაში ელეგანტურობის ნიმუშს.

“მე არ მიყვარს როცა საუბრობენ შანელის მოდაზე. შანელი-ეს პირველ რიგში არის სტილი. მოდა შეიძლება გადავიდეს მოდიდან, სტილი კი არასოდეს”.
დასაწყისზე დაბრუნება
პროფაილის დათვალიერება პირადი შეტყობინების გაგზავნა სასტუმრო  წიგნაკი მოხმარებლის დრიურის წაკითხვა მომხმარებლის ფოტოალბომის დათვალიერება
lola_pantera
ინვენტარი
ინვენტარი

avatar


დარეგისტრირებულია:
2007-05-07
პუნქტების რაოდენობა: 59514

შეტყობინებადამატებულია: 13 მაისი 2008 19:24
   შეტყობინების სათაური: Re: ლეგენდარული ადამიან
  ციტატით პასუხის გაცემა    შეტყობინების ამობეჭდვა




ეძღვნება ანა კალანდაძის ხსოვნას

"ბედნიერი დამთხვევაა, როცა შემოქმედება და პიროვნება გასაოცრად ჰგავს ერთმანეთს"- წერდა მწერალი რევაზ მიშველაძე, ყველასათვის საყვარელი პოეტის ანა კალანდაძის შესახებ. ალბათ ეს სიტყვები ყველაზე კარგად გადმოსცემს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი პიროვნება გახლდათ პოეტი ანა კალანდაძე. მნიშვნელოვანი ადამიანების ცხოვრება და მოღვაწეობა კი ყოველთვის ინტერესის საგანია.

1924 წლის 15 დეკემბერს გურიის ერთ-ერთ სოფელში, კერძოდ ხიდისთავში, ანა კალანდაძე დაიბადა. საშუალო სკოლა ქუთაისში დაამთავრა. 1942 წელს სწავლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე განაგრძო.

1946 წელს უკვე ყველამ კარგად იცოდა ვინ იყო ანა კალანდაძე. როგორც ამბობენ, თბილისის ქუჩებში, ტრანსპორტში, ოჯახებში, დაწესებულებსა და მით უფრო უნივერსიტეტსა და მწერალთა კავშირში ადამიანები ერთმანეთს ეკითხებოდნენ - გაიგეთ, ახალგაზრდა პოეტ ქალს რა ლექსები ჰქონია? - გაიგეთ, მწერალთა კავშირში ანა კალანდაძეს თავისი ლექსები წაუკითხავს და გამოჩენილი პოეტებიც კი აღტაცებაში მოუყვანია?.. ასეთი მომენტები პოეტის ცხოვრებაში ძალიან ბევრი იყო.

1953 წელს ანა კალანდაძის ლექსთა პირველი კრებული გამოიცა, რომელსაც მომდევნო წლებში სხვა კრებულებიც მოყვა.

მისი შემოქმედება მუდმივად ითარგმნებოდა რუსულ ენაზე, გამოჩენილი რუსი პოეტების მიერ.

როგორც მრავალი წყარო იუწყება, ომისშემდგომ პირველსავე წელს, პოეზიაში მოსულმა ანა კალანდაძემ განუმეორებელი შთაბეჭდილება მოახდინა. ამან მურმან ლებანიძის პოეზიაში გამოხმაურებაც ჰპოვა. ის წერდა:

"შენ მიგვანიშნე პოეზიის საგანი ზუსტი-წიაღი სულის,
კვალად ზეცის ლურჯი ნაჭერი:
შენ შეახსენე სისხლით მაძღარს ყვავილი სუსტი,
შენ უმაღლესი სათნოებით გულში დაგვჭერი."

რუსთაველის პრემიის ლაურეატი ანა კალანდაძე, მრავალ საამაყო ჯილდოს ფლობდა. მათ შორის, 2007 წელს ლიტერატურული პრემია "საბას" მფლობელიც გახდა, რომელიც მას წილად ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული ღვაწლისთვის ერგო. პოეტის განცხადებით, ეს უკანასკნელი მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ჯილდო გახლდათ, რადგან ამ წოდებით ნათლად ჩანდა, რომ მისი, როგორც პოეტის მისია შესრულებული იყო.

2008 წლის 11 მარტს ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 83 წლის ასაკში, პოეტი ანა კალანდაძე გარდაიცვალა.

ბოლოს ისევ რევაზ მიშველაძის სიტყვებს დავესესხები: "ანა კალანდაძემ ქართულ პოეზიაში ჩურჩულის ინტონაცია დაამკვიდრა...დიდი გაბედულება იყო სწორედ "ატმის რტოოს" ჩურჩულითვე თქმა..."

"ქარი მარხევს და ყვავილებს მაცლის,
ყვავილს მომწყვეტს, გამიტაცებს მინდვრად
დამიყვავე, ქარო ნუ ხარ მკაცრი,
პატარა ვარ, მოფერება მინდა."
დასაწყისზე დაბრუნება
პროფაილის დათვალიერება პირადი შეტყობინების გაგზავნა სასტუმრო  წიგნაკი მოხმარებლის დრიურის წაკითხვა მომხმარებლის ფოტოალბომის დათვალიერება
lola_pantera
ინვენტარი
ინვენტარი

avatar


დარეგისტრირებულია:
2007-05-07
პუნქტების რაოდენობა: 59514

შეტყობინებადამატებულია: 13 მაისი 2008 19:27
   შეტყობინების სათაური: Re: ლეგენდარული ადამიან
  ციტატით პასუხის გაცემა    შეტყობინების ამობეჭდვა




„სასაცილო გოგონა“

XX ს-ის 70-იან წლებში ეკრანებზე გამოვიდა ფილმი "სასაცილო გოგონა", მაყურებლები დიდი ინტერესით ადევნებდნენ თვალს ფილმში მიმდინარე მოვლენებს. ყველა დაიპყრო წითურთმიანი ბარბრა სტრეიზანდის გმირმა, მისმა ისტორიამ, მუსიკამ და სიმღერებმა, რომელიც მთელ ფილმს გასდევდა. ფილმმა დაუვიწყარი შთაბეჭდილება მოახდინა.

ყველაფერი კი ბრუკლინში, ნიუ-იორკის შტატში დაიწყო, სადაც 1942 წელს დაიბადა წითური და "ხმიანი" ბარბრა. დედამის დაიანას არ აღელვებდა გოგონას მელოდიური ხმა. მხოლოდ მაშინ გაოცდა, როცა 14 წლის ნაკლებად ლამაზმა ბარბრამ, რომელიც წარმატებით მღეროდა სკოლის გუნდში, სამსახიობო სკოლაში დაიწყო სიარული. უცნაური იყო, რომ ასეთ ნაკლებად მიმზიდველ გოგონას ძალიან უნდოდა მსახიობობა. ბარბრა შემდეგ იხსენებდა: "სკოლის გზაზე მიმავალი ხშირად წარმოვიდგენდი თავს ლამაზმან-კინოვარსკვლავად". დედისგან მას ერგო შესანიშნავი ხმა, რომელსაც იგი მნიშვნელობას არ ანიჭებდა, მისთვის სიმღერა სუნთქვასავით ბუნებრივი მოვლენა იყო.

ბავშვობაში ბარბრა თავს თავად უვლიდა. მამის სიკვდილის შემდეგ დედა მეორედ გათხოვდა და მთლიანად ქმრის და პატარა ქალიშვილის მოვლით იყო დაკავებული. ბარბრას თქმით, "როცა მამამ დატოვა ეს ქვეყანა, დედისთვის მეც აღარ ვარსებობდი ."ოჯახს იმდენად მცირე შემოსავალი ჰქონდა, რომ თოჯინის ყიდვაც კი წარმოუდგენელ ფუფუნებად ითვლებოდა. ბარბრამ ადრევე დაიწყო მუშაობა დამლაგებლად. ამასთან მან მონაწილეობა მიიღო სიმღერის კონკურსში და პირველი ადგილი დაიკავა. 1959 წელს ბარბრამ დაამთავრა სკოლა, 1960 წლიდან დაიწყო ბროდვეიზე გამოსვლა, ამ დროს გადაწყვიტა მან შეეცვალა სახელი ბარბრა ჯოანი უჩვეულო ბარბრად.

მისი ცხოვრების ისტორია ჯადოსნურ ზღაპარს გავს, თუმცა წარმატების ოლიმპზე ასვლა ჯადოსნური ჯოხის აქნევით არ მომხდარა. ეს იყო მიზნის მისაღწევად ხანგრძლივი, მედგარი სვლის და საკუთარი თავის ურყევი რწმენის შედეგი, რომლის მეშვეობით ულამაზო ებრაელი ღარიბი გოგონა გადაიქცა XX ს-ის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ და მდიდარ ქალბატონად. ნიჭიერმა მომღერალმა და მსახიობმა, მრავალი ჯილდოს და საპატიო წოდების მფლობელმა ბარბრამ ბავშვობაში ბევრი დაცინვა და შეურაცხყოფა გადაიტანა, მწარე ფიალა მან ბოლომდე შესვა. მან გადალახა სიღარიბე, სირთულეები, ადამიანთა უარყოფითი დამოკიდებულება, გამოაწრთო თავის ხასიათი, ნებისყოფა და შეუპოვრად მიიწევდა თავისი შემოქმედებითი და პირადი წარმატებისკენ, ეძებდა და პოულობდა თავის გარეგნობაში მიმზიდველ, ეფექტურ, ყურადღების მიმქცევ ელემეტებს. მან გაიმარჯვა ცხოვრების თითქმის ყველა ნომინაციაში.

ბარბრას გააჩნდა ხმის იშვიათი დიაპაზონი, მან მოახდინა უმაღლესი ვოკალური ოსტატობის კლასის დემონსტრირება, დამაჯერებლად დაიპყრო კინო და თეატრის სცენა, გახდა ქალი-კომპოზიტორი, ქალი- რეჟისორი, ქალი-პროდიუსერი. თავისი ულამაზობა მან პირად მომხიბვლელობად აქცია, შექმნა საკუთარი სტილი:-" მე ვარ მბრწყინავი თვალები, შარმი და მდიდრული ტანსაცმელი". კარიერის დასაწყისში მან შექმნა ორიგინალური სახე - შლაპა წითური თმისგან, მყვირალა ტუალეტი და ექსცენტრული ქცევა სცენაზე., შესანიშნავ ხმასთან კონტრასტით იგი ახდენდა დიდ შთაბეჭდილებას. ორი წლის შემდეგ უდიდესმა ხმის ჩამწერმა კომპანიამ "Columbia Records" მას შესთავაზა კონტრაქტი. 1963 წელს გამოვიდა მისი პირველი ალბომი "The Barbra Streisand Album" , რომელმაც უდიდესი ინტერესი გამოიწვია და მიიღო გრემის ორი პრემია, როგორც წლის საუკეთესო ალბომი და საუკეთესო ვოკალი თრეკისთვის "Happy Days are Here Again" , იგი პოპ-მუსიკის კლასიკად იქცა.

ბროდვეის რიგით მიუზიკლში "I Can Get It For You Wholesale" მდივნის მცირე კომედიურმა როლმა ბარბრას მოულოდნელი წარმატება მოუტანა. სპექტაკლში გამოჩნდა ბარბრას შესანიშნავი ვოკალური მონაცემები და მსახიობური ნიჭი. ამ როლისთვის ბარბრამ 1963 წელს მიიღო ნიუ-იორკის თეატრალური კრიტიკოსების ასოციაციის ჯილდო. 1964 წელს მან მიიღო მიწვევა მთავარ როლზე მიუზიკლში "სასაცილო გოგონა", რომელიც შეიქმნა იზაბელ ლენარტის წიგნის მიხედვით და ეძღვნებოდა ცნობილი ამერიკელი მომღერლის და მსახიობის ფანი ბრაისის ცხოვრებას, იგი ბროდვეიზე გამოდიოდა XX ს-ის 20-30-იან წლებში. კომპოზიტორ ჯული სტაინის ლირიკული მელოდია "People" ბობ მერილის სიტყვებზე, რომელიც გაჟღერდა ბარბრას შესრულებით, იქცა ჰიტად და მის ალბომშიც შევიდა. არ შეიძლება ითქვას, რომ ბარბრამ საკუთარი ცხოვრება ითამაშა სცენაზე. თუმცა რაღაც ავტოგრაფიული მომენტები მას აახლოვებდა ბრაისთან- უსიხარულო ბავშვობა ბრუკლინის ღარიბ რაიონში, დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა, შესანიშნავი ხმის ქონა და თანდაყოლილი იუმორის გრძნობა, რასაც ბ.შოუ "ღმერთების საჩუქარს" უწოდებდა".

ბაბრას ნამდვილი პოპულარულობა ეწვია, მისი ალბომები დიდი ტირაჟით იყიდება, მისი სახელი მოდური ჟურნალების "Time," Life", "Cosmopolitan" –ის ფურცლებზეა. 1968 წელს ცნობილი რეჟისორი უილიამ უაილერი ბარბრას იწვევს ჰოლივუდში მთავარ როლის შესასრულებლად კინომიუზიკლში "სასაცილო გოგონა" ბროდვეის იმავე სახელწოდების მუსიკალური სპექტაკლის მიხედვით. მან ნამდვილი სახასიათო სახე შექმნა და მსოფლიო პოპულარობა მოიპოვა. კოსტუმი ამ ფილმიდან ჩვენ დროში გაიყიდა აუქციონზე 33,6 ათას დოლარად.

შინაგანმა მომხიბვლელობამ და შესანიშნავმა ხმამ თავისი საქმე გააკეთა- მაყურებელი ვეღარ ამჩნევს, რომ მას დიდი ცხვირი, სქელი ტუჩები და პატარა თვალები აქვს, ისინი მონუსხულები არიან ბარბრას შინაგანი ჰარმონიით და სულიერი მიმზიდველობით. პირველმა როლმა კინოში მას მოუტანა ოსკარი, ოქროს გლობუსი და მომდევნო საყვარელი ომარ შარიფი, რომელიც ფილმში მამაკაცის მთავარ როლს თამაშობდა.

1970 წელს ბარბრამ მიიღო პრესტიჟული პრემია "ტონი", როგორც ათწლეულის საუკეთესო მსახიობმა, მაშინ ის 30 წლისაც არ იყო.
1963 წელს ბარბრა პირველად გათხოვდა. მეუღლე მსახიობი ელიოტ გულდი იყო მისი პარტნიორი ბროდვეის მიუზიკლში, რომლისგანაც შეეძინა ერთადერთი ვაჟი ჯეისონ გულდი. ქორწინება ხანმოკლე აღმოჩნდა მისი ვაჟი ოჯახის გარეშე დარჩა. იგი ცისფერი გახდა. ბარბრა არ უარყოფდა თავის დანაშაულს შვილის წინაშე, იგი შეეცადა დაგვიანებით მაინც დაახლოვებოდა შვილს, მის პრობლემებს, აქტიურად ჩაერთო სექსუალური უმცირესობების დისკრიმინაციის საწინააღმდეგო ბრძოლაში, უწევდა მათ ფინანსურ დახმარებას. იგი მივიდა დასკვნამდე, რომ ყველა ადამიანი არის პატივისცემის ღირსი, სქესის, კანის ფერის, რწმენის და სექსუალური ორიენტაციის მიუხედავად.

ბარბრას სასიყვარულო ურთიერთობებზე უამრავი ფანტასტიკური ისტორია დაიწერა, რაც მის პროტესტს იწვევს-"არ დაიჯეროთ, რასაც ჩემზე წერენ, ხშირად არ არსებულ რომანებს მომაწერენ."

ბარბრა იმარჯვებს ყველაფერში. მორცხვმა, დაკომპლექსებულმა გოგონამ ბრუკლინიდან წარმატებით დაძლია კომპლექსები. "შეხედეთ როგორი მამაკაცები იყვნენ ჩემ გვერდით"-წლების შემდეგ იტყვის იგი. და მართლაც ნამდვილი სუპერმენები ტრიალებენ მის ირგვლივ: კანადის პრემიერ-მინისტრი პიერ ტრუდო, "მენაყინე"-მილიონერი რიჩარდ ბასკინი, მსახიობი ჯონ ჯონსონი, ჩოგბურთელი ანდრე აგასი და სხვები. ბარბრას მიაწერენ ბილ კლინტონის საყვარლობას, რომლის ნდობით აღჭურვილი პირი იყო მხოლოდ.

1998 წელს, 56 წლის ასაკში გადაწყვიტა ბარბრამ მეორედ გათხოვება "ასაკი გათხოვებას ხელს არ უშლის"-განაცხადა მან. მისი რჩეული რეჟისორი და პროდიუსერი ჯეიმს ბროლინია, რომელსაც ქორწინებიდან ერთი წლის შემდეგ მიუძღვნა კომპოზიცია "A Love Like Ours".

ბარბრას შემოქმედება მეტად წარმატებული იყო, მას თავზე საყრელად ჰქონდა ჯილდოები და პრემიები. პირველ სატელევიზიო პროექტისთვის " მე მქვია ბარბრა", მან მიიღო 5 "ემი" სხვადასხვა ნომინაციაში. მისი შრომის შედეგია დისკოგრაფია 50 ოქროს, 30 პლატინის და 13 მულტიპლატინის დისკისგან. ბარბრას დაუვიწყარი, ჯადოსნური ხმა დღემდე აღელვებს პუბლიკას, მისმა თრეკებმა მოიარა მსოფლიო ჰიტ-პარადები. მის კონცერტებზე დარბაზი გადაჭედილია. მისი ალბომები ამერიკაში მილიონობით ტირაჟით იყიდება. მუსიკალური კულტურა, უზადო გემოვნება და უზარმაზარი ვოკალური პოტენციალი გამოარჩევს ბარბრას თანამედროვე პოპ-მუსიკის ნაკადში.

მისი ერთ-ერთი ძველი ალბომში "დამნაშავეები" (Guilty- 1980) შედის ცნობილი სიმღერა "შეყვარებული ქალი" (Women in Love"), რომელიც ისეთი სინაზით და მღელვარებით არის შესრულებული, რომ ყველა დროის შეყვარებული ქალის ჰიმნად გამოდგება.
მისი პირველი ჰიტი იყო კომპოზიცია საუნდტრეკიდან "Way We Were" , რომელიც გამოვიდა 1974 წელს იმავე სახელწოდების ფილმთან ერთად, სადაც ბარბრამ შეასრულა პირველი დრამატული როლი.

ცნობილმა ფილმა "ვარსკვლავის დაბადება" 1976 წელს, სადაც ბარბრა მსახიობიც არის, პროდიუსერიც და "Ever green" მუსიკის ავტორი, მიიღო 6 ოქროს გლობუსი. ფილმის მულტიპლატინის საუნდტრეკს, რომელშიც შედიოდა 11 კომპოზიცია პოპ-მუსიკის სტილში, ჰქონდა წარმოუდგენელი წარმატება. იგი გაიყიდა 4 მლნ. ეგზემპლარზე მეტი. კომპოზიციისთვის "Ever green" ამერიკულმა კინოაკადემიამ 1977 წელს ბარბრას გადასცა ოსკარი, როგორც ქალ-კომპოზიტორს პირველად და საუკეთესო პოპ-ვოკალის მქონეს.
ბარბრა გადაღებული იყო 30-მდე ფილმში, ასევე 15-მდე ფილმის პროდიუსერიც გახლდათ. მის ყველა კინოსურათს არ გამოუწვევია მაყურებელთა ერთანირი ინტერესი, თუმცა მისი რეჟისორული ნამუშევრებმა -"იენტლი"( Yentl-1983), "ზღვის მბრძანებელი" (The Prince of Tides, 1991) , "სარკეს ორი სახე აქვს" (The Mirro Has Two Faces 1996), მიიღეს ოქროს გლობუსი, წარდგენილი იყო ოსკარზე 12 ნომინაციაში, მათ შორის საუკეთესო რეჟისორული ნამუშევრისთვის. ამ ფილმებში იგი თამაშობდა მთავარ როლს, იყო "იენტლის" პროდიუსერი. 2004 წელს საშობაოდ გამოვიდა ფილმი " სტუმრად ფოკერებთან", სადაც ბარბრა იყო პროდიუსერი და მსახიობი. ამ ფილმმა გამოსვლიდან 12 დღეში მოაგროვა 163 მლნ. დოლარი.

ბობოქარი, სავსე ცხოვრება ხელს არ უშლიდა ბარბრას საკუთარი თავის სრულყოფაში. იგი ზრუნავდა ფიგურაზე, თამაშობდა ჩოგბურთს, მისდევდა ტანვარჯიშს. სრულყოფდა საკუთარ ხმას, მეცადინეობდა რა ცნობილ პედაგოგთან სეზა რიგზთან, რომელმაც შექმნა ვოკალური თეორია "ისე ვმღერივარ, როგორც ვლაპარაკობ". მან შეისწავლა ფსიქოლოგია, დაინტერესებული იყო ეკოლოგიური პრობლემებით, გახდა ერთ-ერთი ამერიკული უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი ხელოვნების და ჰუმანიტარული მეცნიერებების დარგში. "მე ყოველთვის მსურდა მომეთხრო ადამიანის ზრდის შესაძლებლობების, პიროვნებების, რომლებმაც მოახერხეს საკუთარი პოტენციალის რეალიზება, შესახებ. მე აღფრთოვანებული ვარ იმით, თუ როგორ შეუძლია სიყვარულს და თანაგრძნობას სულის განკურნება".

მისი სწრაფვა კლასიკური მუსიკისკენ გამოიხატა შუმანის და დებიუსის ნაწარმოებების შესრულებაში. დისკმა "Classical Barbra" დაიკავა ღირსეული ადგილი კლასიკის ჩანაწერებში.

2000 წელს ამერიკის კინოინსტიტუტმა დააჯილდოვა ბარბრა "მთელი ცხოვრების მიღწევებისთვის". ამის შემდეგ ბარბრამ გადაწყვიტა დაემთავრებინა 40-წლიანი მუსიკალური კარიერა, ჩაატარა გრანდიოზული კონცერტები, რომლებმაც ანშლაგით ჩაიარა ლას-ვეგასში, ლოს-ანჟელესში და ნიუ-იორკში. მაგრამ საკუთარი მოღვაწეობისთვის სულ თავის დანებებას ბარბრა ვერ ახერხებს. კვლავ გამოდის მისი ახალი ალბომები, ახალი სიმღერის ჩანაწერები. 2002 წელს ალბომი "დუეტები", რომელშიც შევიდა წინა წლების 19 დუეტი დაწყებული 60-იანი წლებიდან- ფრენკ სინატრასთან, ჯუდი გარლანდთან, რეი ჩარლზთან, ბარი მანილოვთან და სხვებთან. 2003 წელს გამოდის პლატინის დისკი "The Movie Album", სადაც თავმოყრილია მელოდიები სხვადასხვა ფილმებიდან. მისი ერთ-ერთი ბოლო ალბომი "აკრძალული სიხარული" (Gbilty Pleasures, 2005), რომელიც ჩაწერა ავტორთან, კომპოზიტორთან და პროდიუსერთან ბარი გიბთან ერთად, არის "Guilty" ვარსკვლავური გაგრძელება. იგი საუკეთესოა მის ტრეკებთან "Night of MayLife" და "Stranger In Strange Land" ერთად. "უცხო უცხო მიწაზე" მეტად მნიშვნელოვანია ჩემთვის - ამბობს ბარბრა.

შოუ-ბიზნესში ტრიუმფალურ მოღვაწეობას ბარბრა უთავსებს შიდსის საწინააღმდეგოდ, ადამიანთა უფლებების დასაცავად ბრძოლას, გამოყოფს ამისთვის დიდძალ თანხებს. იგი ერთ-ერთი მდიდარი ქალბატონია ჰოლივუდში. მან დააარსა ბარბრას ფონდი, საიდანაც ფინანსდება სხვადასხვა საქველმოქმედო ორგანიზაციები. მას საქმიანი თვისებებიც აღმოაჩნდა, მან შექმნა მაღაზიათა ქსელი "ბარბრა ბუტიკი", კინოკომპანია "ბარბრავუდი". ბარბრა აქტიურად მონაწილეობს საზოგადოებრივ ცხოვრებაში, მხარს უჭერს დემოკრატებს, თვლის, რომ ქალი-პრეზიდენტი შესანიშნავი იდეაა და მაქსიმალურ შემოწირულობას ურიცხავს ჰილარი კლინტონს.

2007 წელს, ბარბრამ დაგეგმა ევროპაში ტურნე. "დიდი სიხარულია გამოსვლა, მოუთმენლად ველოდები ახალ მაყურებელთან და ახალ კულტურებთან შეხვედრას"-ამბობს ის. მაღალი ფასის მიუხედავად, მის კონცერტებზე ავსტრიაში, გერმანიაში, ინგლისში, საფრანგეთში დარბაზები და სტადიონები გადავსებული იყო.. მან პირველად ჩაატარა კონცერტი საფრანგეთში. კონცერტის შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ მას გადასცა საპატიო ლეგიონის ორდენი და თქვა: "თქვენ ის ამერიკა ხართ, რომელიც ძალიან გვიყვარს". დაჯილდოვების ცერემონიალზე ელისეის სასახლეში ბარბრა მეუღლესთან და ვაჟიშვილთან ერთად გამოცხადდა.
XX საუკუნეში მან თავისი შემოქმედებით დაიპყრო მილიონობით ადამიანის გული, 65 წლის ასაკში ის კიდევ ჭირდებათ ადამიანებს. ამიტომაც მისი თაყვანისმცემლების უზარმაზარი აუდიტორია მოუთმენლად ელოდება, რომ ამერიკის შესანიშნავი მომღერალი და მსახიობი ბარბრა სტრეიზანდი კიდევ გააოცებს მსოფლიოს ახალი მომაჯადოებელი სიმღერებით და წარმატებული ფილმებით.
დასაწყისზე დაბრუნება
პროფაილის დათვალიერება პირადი შეტყობინების გაგზავნა სასტუმრო  წიგნაკი მოხმარებლის დრიურის წაკითხვა მომხმარებლის ფოტოალბომის დათვალიერება
lola_pantera
ინვენტარი
ინვენტარი

avatar


დარეგისტრირებულია:
2007-05-07
პუნქტების რაოდენობა: 59514

შეტყობინებადამატებულია: 13 მაისი 2008 19:29
   შეტყობინების სათაური: Re: ლეგენდარული ადამიან
  ციტატით პასუხის გაცემა    შეტყობინების ამობეჭდვა




პრინცესა დაიანა - "სტილის" დედოფალი

1981 წელს ვენსმისტერის სასახლემ გამოაცხადა ნიშნობა, რომელიც შედგა – საბავშვო ბაღის უბრალო აღმზრდელის-ლედი დაიანა სპენსერისა და უელსის პრინცს შორის. უკვე რამდენიმე თვის შემდეგ მთელი ინგლისი "დიანომანიამ" მოიცვა. ამ მომენტიდან მხოლოდ მისი სახელიც კი აღაფრთოვანებდა როგორც ინგლისელებს, ისე მთელ მსოფლიოს. საკმარისი იყო მისი გამოჩენა ჟურნალის გარეკანზე, და მაშინვე მთელი ტირაჟი იყიდებოდა.

მაგრამ განსაკუთრებულ სიყვარულს იგი იმსახურებდა მაღალი მოდის თაყვანისმცემლებისაგან. დაიანა აღმერთებდა სამოსს. ლამაზი ნივთები მისი მისწრაფება იყო.

დიზაინერების რჩეული
რაც არ უნდა გაეკეთებინა ან ჩaეცვა: პიჯაკი, ქუდი თუ აქსესუარი – ყველაფერი განსჯის საგანი ხდებოდა. რთული არ არის იმის მიხვედრა, რომ მილიონობით ადამიანი ბაძავდა მას. არ არის გასაკვირი, რომ ყოველი მისი ჩაცმულობა, თუნდაც არც ისე წარმატებული, მაშინვე ხდებოდა პოპულარული და ულტრათანამედროვე დედამიწის ყველა კუთხეში: დონა კარანი, ლაურა ეშლი, დიორი – ქმნიდნენ მთელ კოლექციებს, რომელსაც უძღვნიდნენ მოდურ პრინცესას. მას არ ჰქონდა პრობლემა სხეულთან დაკავშირებით. წვრილი წელი და თლილი ფეხები ყოველთვის ხაზგასმული იყო კაბებით და კოსტიუმებით, რომლებიც იდეალურად ესადაგებოდა სადედოფლო სხეულს. ლედი დიანას საყვარელი ფერი – წითელი იყო. ჭეშმარიტი Lady in Red, რომლისკენაც იყო მიმართული ყველა მზერა...

საკუთარ ჩაცმის მანერასთან ერთად, დიანამ შეიტანა მოდის სამყაროში ბრიტანული თავშეკავება და საკუთარი რომანტიზმი. სახელდობრ მის გამო გამოჩნდა ბევრ მოდურ კოლექციაში ერთ სახელოიანი საღამოს კაბები, ხოლო შემდეგ ჰოლივუდელ მოდის მიმდევრებშიც, და სახელდობრ დიანას სამეჯლისო კაბები საზღვრავდნენ დრეს-კოდს სახელგანთქმულ ვენის მეჯლისებზე და სხვა მსგავს წვეულებებზე.

პრინცთან ქორწინების შემდეგ დიანამ მთლიანად შეიცვალა სტილი. მან უპირატესობა მიანიჭა პიჯაკებს და ქვედატანებს, რომელთა სიგრძე ოდნავ მუხლს ქვემოთ იყო.

80-იან წლებში დიანამ შესთავაზა მოდის სამყაროს ყველაფერი ინგლისური. მან იცოდა, რომ ბრბო ბრმად ენდობოდა მის მოდურ არჩევანს, ამიტომ, საფიქრებელია, რომ იგი არც თუ შემთხვევით ირჩევდა მხოლოდ ბრიტანელ დიზაინერებს: Victor Edelstein, Murray Arbeid, Belville Sassoon, Catherine Walker, Bruce Oldfield и Gina Fratini.

ხმაურიანი განქორწინების შემდეგ რომანტიული სამოსი საერთოდ გაქრა დიანას გარდერობიდან, ხოლო ბიზნეს-ქალბატონებს ვეღარ წარმოედგინათ თავისი თავი მხრებგანიერი პიჯაკების გარეშე, რომელსაც დაიანა ატარებდა. თუ 80-იან წლებში პრინცესა ჯერ კიდევ ექსპერიმენტებს ატარებდა და ეძებდა საკუთარ სახეს, 90-იან წლებში რაღაც შეიცვალა. იგი უფრო მეტად უშუალო, გამოცდილი და დამოუკიდებელი გახდა.მან იგრძნო, რომ შეეძლო დამოუკიდებლად შეექმნა საკუთარი სახე და უნიკალური სტილი. ამ დროს იგი იცვლის დიზაინერებს და სულ უფრო მეტად რჩება თვალი სხვა მოდის სახლებისაკენ: Versace, Valentino და Chanel. სამყაროსათვის იხსნება ახალი, ნამდვილი, თავისუფალი დიანა. მისი ჩაცმულობა უფრო რბილი ხდება, ხოლო სილუეტი – უფრო ქალური. მოდის კრიტიკოსები ხშირად აღნიშნავდნენ, რომ ისე არაფერი უხდებოდა დიანას, როგორც შანელის სახლის სამოსი. იქმნებოდა შთაბეჭდილება, თითქოს დიდი შანელი წინასწარმეტყველურად ქმნიდა სამოსს სპეციალურად დიანასათვის.

ძველი ტრადიციების ახალი ცხოვრება
მარგალიტი უკვე დიდი ხანია ითვლებოდა ასაკოვანი ქალბატონების საკუთრებად, როცა მომავალმა პრინცესამ გარისკა სახელდობრ მისით მოერთო თავისი საქორწილო კაბა. ამ დღიდან მარგალიტი მოდას დაუბრუნდა. ვერც ერთ საკუთარი თავის პატივისმცემელ ქალს ვერ წარმოუდგენია თავისი ძვირფასეულობის ზარდახშა მარგალიტის სამკაულის გარეშე.

კიდევ ერთი განახლებული ტრადიცია – ფარფლებიანი პატარა ქუდები. ელეგანტურ დიანას ვერ წარმოედგინა ხალხში გასვლა დახვეწილი თავსაბურავის გარეშე. სახელდობრ მისი წყალობით სამოციანი წლების მოდის მომაკვდავი კანონი შლიაპების შესახებ ახალი ძალით აღორძინდა, როგორც აუცილებელი ატრიბუტი ჯირითისა და საქორწილო ცერემონიების დროს.

ვარცხნილობა
დიანას ესმოდა, რომ ხალხი ელოდა მისგან – ამაყად აწეულ თავს და თვალწარმტაც სახებას, და მას შესანიშნავად გამოსდიოდა ყოფილიყო ყოველთვის დედოფლურად დახვეწილი და ამავ დროს თავისუფალი. იმდენად ბუნებრივად გამოიყურებოდა, რომ თითქოს სამეფო ოჯახში იყო დაბადებული. პირველი, რასთანაც ასოცირდება მისი სახე – ეს მოკლედ შეჭრილი, ფუმფულა თმა და გრვედზე გადავარცხნილი "ჩოლკაა".

ლედი დი გარდაიცვალა, მაგრამ მან დიდი ხნით დატოვა თავისი ანაბეჭდი ადამიანის გულებში, როგორც ნამდვილმა დედოფალმა და სტილის ხატებამ.
დასაწყისზე დაბრუნება
პროფაილის დათვალიერება პირადი შეტყობინების გაგზავნა სასტუმრო  წიგნაკი მოხმარებლის დრიურის წაკითხვა მომხმარებლის ფოტოალბომის დათვალიერება
lola_pantera
ინვენტარი
ინვენტარი

avatar


დარეგისტრირებულია:
2007-05-07
პუნქტების რაოდენობა: 59514

შეტყობინებადამატებულია: 13 მაისი 2008 19:31
   შეტყობინების სათაური: Re: ლეგენდარული ადამიან
  ციტატით პასუხის გაცემა    შეტყობინების ამობეჭდვა




კრისტიან დიორი


ცნობილი დიზაინერი კრისტიან დიორი 1905 წლის 21 იანვარს საფრანგეთში, კერძოდ ნორმანდიაში დაიბადა. ის ოჯახში მეხუთე შვილი იყო და თავისი და-ძმისაგან ყოველთვის განსხვავდებოდა. მშობლების მსგავსად, თავადაც პოლიტიკურ მეცნიერებებს სწავლობდა. სამხედრო სამსახურის გავლის და რამდენიმე წლიანი ყოყმანის შემდეგ, კრისტიანი პარიზში დაბრუნდა და 1935 წელს ესკიზების გაყიდვით, დიზაინერის კარიერა დაიწყო.

საზოგადოების მოწონებას ძირითადად მის მიერ შექმნილი ქუდების ესკიზები იმსახურებდა, თუმცა კრისტიანი კონცენტრირებას მაინც კაბების დიზაინზე ახდენდა.

1938 წელს დიზაინერი რობერტ პიგეტის მოდის სახლმა დაიქირავა, თუმცა მისი მუშაობა მეორე მსოფლიო ომმა შეაფერხა. დიორი სამხრეთ საფრანგეთში მსახურობდა. ომის შემდეგ ის ისევ პარიზში დაბრუნდა და 1941 წლიდან ლუსიენ ლელონგის მოდის სახლში განაგრძო მუშაობა. 1946 წელს კრისტიან დიორმა თავისი დიზაინის სახლის გახსნაც მოახერხა.

1947 წელს დიორმა პირველი კოლექცია, ძალიან ცნობილი "NEW LOOK" ანუ "ახალი ხედვა" შექმნა. მომრგვალებული მხრები, ვიწრო წელი და სავსე ქვედა ბოლო _ ეს იყო დიორის პირველი კოლექციის მთავარი შტრიხები, რომელიც შემდეგ მსოფლიომ აღიარა.

ომის შემდგომ პერიოდში, საფრანგეთში ქალბატონების უმრავლესობა მამაკაცის სამუშაოს ითავსებდა და შესაბამისადაც ეცვა. ისინი დაღლილები იყვნენ გამოზოგვით და არაფრისაგან რაიმეს შექმნით. სწორედ ამ დროს გამოჩნდა კრისტიან დიორი, რომელიც ბრწყინვალე და მდიდრულ სამოსს ქმნიდა. მან უდიდესი წვლილი შეიტანა პარიზის მოდის დედაქალაქად ქცევაში.

კრისტიან დიორის ყველა პერიოდის კოლექციას თავისი თემა ჰქონდა. ეს იყო კლასიკური კოსტიუმები, ე.წ "ბალერინის სიგრძის" ქვედაბოლოები და მრავალი სხვა.

კრისტიან დიორი, თავის პარტნიორ ჯაკ რუტთან ერთად, ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც მოდის ბიზნესში ლიცენზირებულ პროდუქციის წარმოებას ემხრობოდა. ჯერ კიდევ 1948 წელს, დიორმა ლიცენზირებული ბეწვეული, წინდები, ჰალსტუხები, პარფიუმერია და ტანისამოსი რეგიონალურ მაღაზიებში გაავრცელა. ამან ბრენდის პოპულარობას ძალიან შეუწყო ხელი.

1953 წელს დიორმა ასისტენტად 20 წლის, ახლა უკვე ცნობილი დიზაინერი ივ სენ ლორენი დაიქირავა. 1957 წელს, იტალიაში, გულის შეტევით კრისტიან დიორი უცაბედად გარდაიცვალა. სწორედ ამ წლიდან ივ სენ ლორენი დიორის სახლის მთავარ დიზაინერად იქცა. მისი პირველი კოლექცია "ტრაპეცია კაბებისგან" შედგებოდა. მას შემდეგ რაც, ივ სენ ლორენი სამხედრო სამსახურში გაიწვიეს, 1960 წლიდან მარკ ბოჰანმა მთავარი დიზაინერის ფუნქციები თავის თავზე აიღო. ის 1989 წლამდე მუშაობდა, სანამ ჯან ფრანკო ფერემ არ დაიკავა მისი ადგილი. ფერე დიორის სახლში 1996 წლამდე მუშაობდა.

ჯან ფრანკო ფერეს შესახებ ბევრი მითქმა-მოთქმის შემდეგ, 1996 წელს ჯონ გალიანომ მთავარი დიზაინერის პოზიცია დაიკავა. მანამდე ის "ჟივენშის" მოდის სახლში მუშაობდა.

კრისტიან დიორი "შანელისგან" განსხავებით ცნობილია, როგორც ძალიან რომანტიკული, ძალიან ქალური სტილის დამკვიდრებით. მისი კოლექციები უფრო ფუფუნებისკენ იყო მიდრეკილი, ვიდრე კომფორტისაკენ.

გალიანო, როგორც დიორის მემკვიდრე, იგივე სტილის, უაღრესად ქალურ სამოსს ქმნის, რომელშიც ერთნაირად იგრძნობა დღევანდელი გამოხატვის თავისუფლება და წარსულის სიმდიდრე.
დასაწყისზე დაბრუნება
პროფაილის დათვალიერება პირადი შეტყობინების გაგზავნა სასტუმრო  წიგნაკი მოხმარებლის დრიურის წაკითხვა მომხმარებლის ფოტოალბომის დათვალიერება
lola_pantera
ინვენტარი
ინვენტარი

avatar


დარეგისტრირებულია:
2007-05-07
პუნქტების რაოდენობა: 59514

შეტყობინებადამატებულია: 13 მაისი 2008 19:33
   შეტყობინების სათაური: Re: ლეგენდარული ადამიან
  ციტატით პასუხის გაცემა    შეტყობინების ამობეჭდვა




ჩემი მერილინი


80 წლის წინ – 1926 წლის 1 ივნისს ლოს-ანჯელესის (კალიფორნია) ღარიბთათვის განკუთვნილ სამშობიარო პალატაში დაიბადა ლამაზი ჩვილი – ნორმა ჯინ ბეიკერ მორტენსონი (ეს მერილინის ნამდვილი სახელია). ბავშვის საწოლის არ ქონის გამო პატარას კომოდის ერთ-ერთ უჯრაში ეძინა. ნორმას ფსიქიურად ავადმყოფ დედას, გლედის ბეიკერს, სულაც არ უხაროდა შვილის დაბადება – კინოსტუდიაში გროშებს იღებდა, არანორმალური ცხოვრების წესი ჰქონდა და სულაც არ იტვირთავდა თავს ბავშვის აღზრდით. ნორმამ არ იცოდა ვინ იყო მისი მამა და თვალითაც არასოდეს უნახავს. მთელი ბავშვობა ობოლთა თავშესაფრებში და მიმღებ ოჯახებში გაატარა, სადაც არც ყურადღება მიუღია, არც სიყვარული – მხოლოდ დაცინვა და აბუჩად აგდება. მას არ შეეძლო წინ აღდგომოდა უფროსთა თვითნებობას, ამიტომ თავის თავში იკეტებოდა და გამუდმებით ტიროდა. რაღაცით რომ დაეწყნარებინა თავი, ფანტაზიას მიმართავდა, რაღაც ისტორიებს იგონებდა და თავის მოგონილ სამყაროში ცხოვრობდა.

რა ბედი ელოდა ამ ცისფერთვალა გოგონას, რომელმაც ამდენი უბედურება გამოიარა? მაგრამ საბოლოოდ მაინც არ გასწირა ბედმა, დაასაჩუქრა რა რბილი, სულიერი თვისებებით, რელიგიურობით, რამაც შესაძლებლობა მისცა გარე სამყაროსათვის სიძულვილით არ შეეხედა. ხოლო რამდენიმე წლის შემდეგ მთელი ამერიკის მაყურებელთა სიმპატია დაემსახურებინა და გამხდარიყო ქვეყნის სექს-სიმბოლო.

16 წლის რომ შესრულდა მორიგმა "მშობლებმა" სასწრაფოდ გაათხოვეს იგი მეზობელზე. ისე, რომ სკოლა არ დაუმთავრებია, იგი გახდა უბრალო ბიჭის – ჯეიმს დოუხერტის ცოლი. მაგრამ 1944 წელს ჯეიმსი ჩაეწერა ფლოტში და გაემგზავრა ოკეანის მიღმა, სადაც ომი მიმდინარეობდა. ნორმას არ ჰქონდა არავითარი განათლება და რომ გადაელახა ეს მძიმე დრო, იგი კაპიკებზე მუშაობდა ჭურჭლის მრეცხავად. 17 წლის რომ შესრულდა, პარაშუტების ფაბრიკაში დაიწყო მუშაობა, სადაც ერთმა ამერიკელმა ფოტოგრაფმა- დევიდ კონოვერმა შენიშნა, რომელიც ლამაზ გოგონებს ფოტოსურათებს უღებდა ჯარისკაცთა ჟურნალისათვის "Yank". ამ მომენტიდან ნორმას ბედი მთლიანად შეიცვალა. მის ხასიათში გაჩნდა პატივმოყვარეობა და სურვილი, ყოფილიყო გამორჩეული ბრბოსაგან.

მძიმე ბავშვობის შემდეგ, სიღატაკისაგან თავის დასაღწევად ნორმა ყველფერს აკეთებდა. ამისათვის ყველა საშუალებას იყენებდა, არავის იმედი ჰქონდა. ჰოდა, რატომაც არ შეიძლება განწყობა აუმაღლო ჯარისკაცებს? თუნდაც ცოტათი გახდილმა? ხოლო 1949 წელს, კალენდარისათვის, იგი უკვე შიშველი პოზირებდა. მოგვიანებით ამბობდა: "არ არის საჭირო ცოდვის გამავრცელებელი მეძახოთ: რას არ გააკეთებ 50 დოლარის მისაღებად". კარგად ესმოდა, რომ მისი მთავარი კაპიტალი – მისივე გარეგნობა, მისივე ფიგურა იყო, და ცდილობდა ეს ფაქტი გამოეყენებინა. საინტერესოა, რომ 1953 წელს მისი ფოტოები ჰიუ ჰეფერმა შეიძინა, რისთვისაც თვითოეულ მათგანში 500 დოლარი გადაიხადა! მან ნორმას ფოტოსურათები თავისი ჟურნალის, "ფლეიბოის" პირველ ნომერში დაბეჭდა. მაგრამ ნორმას უფრო მეტი სურდა – იგი კინო-მსახიობობაზე ოცნებობდა.

ბოლოს და ბოლოს დადგა ეს საოცნებო წამიც: 1947 წელს ნორმა გადაიღეს ფილმში "საშიში წლები". მაშინ ურჩიეს გაეღიავებინა თმები და შეეცვალა სახელი უფრო ჟღერადი ფსევდონიმით. ასე იქცა იგი მერiლინ მონროდ. მაგრამ კარიერის დასაწყისში მას უმნიშვნელო როლებში იღებდნენ და არა ერთხელ გამოაგდეს კინოსტუდიიდან სხვადასხვა მიზეზით: ხან ტალანტის უქონლობის გამო, ხან უარისათვის – ჰქონოდა სექსუალური ურთიერთობა იმ მამაკაცებთან, ვისზეც დამოკიდებული იყო მისი შემდგომი ბედი კინემატოგრაფიაში.

და აი, 1949 წელს მერილინი შეხვდა ჰოლივუდის ერთ-ერთ გავლენიან აგენტს – ჯონი ჰაიდს, მილიონერს, რომელმაც ბევრად შეცვალა მისი ცხოვრება. აღსანიშნავია, რომ მასაც ეჭირა თვალი მერილინზე, მაგრამ ამას ღირსეულად აკეთებდა, სთავაზობდა რა თავის გულსა და ხელს. მაგრამ მერილინმა, იმის მიუხედავად, რომ სარგებლობდა მისი დახმარებით, მეგობრობით და ყურადღებით, უარი უთხრა მას, რადგან თვლიდა, რომ სიყვარულით უნდა გათხოვილიყო. ჰაიდის წყალობით მერილინმა მონაწილეობა მიიღო ფილმებში: "ყველაფერი ევას შესახებ" (1950) და "ასფალტის ჯუნგლები". კინოსტუდიამ "ХХ век – Фокс" გააფორმა შვიდწლიანი ხელშეკრულება მასთან. მერილინი პოპულარული გახდა, იგი შეიყვარა პუბლიკამ. ჯერ კიდევ მაშინ დაიბადა მაგიური ხატება ქერათმიანი ქალიშვილისა, რომელიც ყველასათვის სასურველი გახდა – მისი ქალური ფორმებით, უბრალო ჩაცმულობითა და მანერებით, სახის ანგელოზური გამომეტყველებით, რომელმაც სამუდამოდ დაიპყრო ამერიკელთა გულები.

მერილინს მთელი ცხოვრება სწავლა უწევდა. მაშინაც კი, როცა უკვე საყოველთაოდ ცნობილი იყო, იგი ესწრებოდა გაკვეთილებს ნიუ-იორკის ლი სტარსბერგის სამსახიობო სკოლაში. მას სურდა დაემსხვრია ქარაფშუტა, ქერათმიანი სექსუალური ქალის სტერეოტიპი, რომელიც მისი ერთფეროვანი როლების გამო ჩამოყალიბდა საზოგადოებაში. "თუკი სულელი ქალის როლს მაძლევენ, ჭკვიან სახეს ხომ არ მივიღებ?" - უკვირდა მსახიობს. იგი გრძნობდა საკუთარ ტალანტს და ვერ იტანდა გარყვნილ შტამპებს და ხელოვნურობას. თვით ლოურენს ოლივიემ, რომელმაც მასთან ერთად ითამაშა ფილმში "პრინცი და გუნდის მომღერალი", აღნიშნა მისი ნიჭიერება და არტისტული შესაძლებლობების ფართო დიაპაზონი. მაგრამ მერილინის კარიერაში არაფერი იცვლებოდა.

მერილინის სწრაფვა მაღალი იდეალებისაკენ, სულიერი ფასეულობებისაკენ და თვითსრულყოფისაკენ აბსოლუტურად თვალსაჩინოა. ამაზე მეტყველებს მისი ბიბლიოთეკა, რომელშიც არც თუ უკანასკნელ ადგილს იკავებდნენ რუსი მწერლები: ლ.ტოლსტოი, ფ.დოსტოევსკი (ცნობილია, რომ მერილინი ოცნებობდა გრუშენკას როლზე "ძმები კარამაზოვები"-დან), კ.სტანისლავსკი. იგი წერდა ლექსებს, ხატავდა აკვარელში, მაგრამ ამის შესახებ ცოტა ვინმემ თუ იცის. მისი საყვარელი პოეტი იყო უოლტ უიტმენი, ხოლო მისი სიმღერით, აღფრთოვანებული იყო თვით ევა ფიცჯერალდი. უსმენდა ბეთხოვენს და მოცარტს. მის კუმირებად შეიძლება ჩაითვალონ ჟ.სარტრი, ვ.ნაბოკოვი, რილკე, ალბერტ ეინშტეინი.

მიუსაფარმა, უბედურმა ბავშვობამ ვერ დატოვა მის არსებაზე ვულგარულობისა და ცინიზმის კვალი – ჯერ კიდევ ბავშვი იყო, როცა "ღატაკთა პრინცესას" ეძახდნენ. ესე იგი ჰქონდა მას რაღაც ისეთი, რაც დანარჩენებისაგან გამოარჩევდა მისი გულუბრყვილობა, მისი სხეულის რბილი პლასტიკა, მკერდისმიერი ნაზი ხმა – ამ ყველაფრის გამო აღფრთოვანებულნი იყვნენ მისით.

მაგრამ ამისათვის იგი ბევრს მუშაობდა თავის თავზე. ჯერ კიდევ პატარაობისას შეეძლო საათობით ემეორებინა ცნობილი მსახიობების ფრაზები და მოძრაობები, რომლებსაც ფილმებში ხედავდა. 16 წლის ასაკში შეძლო ყველასაგან დამოუკიდებლად თავი დაეღწია ენის ბორძიკისაგან. ჟურნალ "ცისფერ წიგნში" ფოტომოდელად მუშაობისას, კონკურენციისათვის რომ გაეძლო, გულდასმით ზრუნავდა საკუთარ სახესა და სხეულზე. ამისათვის მან შეისწავლა სახისა და ფიგურის სტრუქტურა ანატომიის წიგნიდან. ისე ოსტატურად ისწავლა გრიმის დადება, რომ მისი სახე მუდმივად ქორფად და ბუნებრივად გამოიყურებოდა. ქანცგაწყვეტამდე ცეკვავდა, რომ მისი სხეული რბილი და პლასტიური ყოფილიყო.

იგი მისაბაძ მაგალითს წარმოადგენდა ქალებისათვის – ცნობილი მსახიობები ცდილობდნენ გადაეღოთ მისი გამოხედვა, ჟესტები, სიარული.

გულუბრყვილობა იქნებოდა იმაზე ფიქრი, რომ მერილინი არ მოსწონდათ კაცებს. და როგორც ბევრი მხატვრული ნატურა, ისიც ბევრჯერ იყო შეყვარებული. მაგრამ ბავშვობიდან შემორჩენილი დაურწმუნებლობა საკუთარ თავში და იმის გრძნობა, რომ ვინმეზე უნდა ყოფილიყო დამოკიდებული, საზღვრავდნენ მის არჩევანს. მისი რჩეულები ძირითადად მასზე ბევრად უფროსები იყვნენ. თითქმის არ ჰქონდა ხანგრძლივი სასიყვარულო ურთიერთობები, მაგრამ ვინც ჰყავდა, უმრავლესობასთან მეგობრულ დამოკიდებულებაში რჩებოდა. მის საყვარლებს შორის იყვნენ ცნობილი ადამიანები და პოლიტიკოსები – ფრენკ სინატრა, ივ მონტანი, მარლონ ბანდო, ჰენრი ფონდა, კლარკ გეიბლი, ჯონ და რობერტ კენედი – ამ ძმებთან საბედისწერო კავშირი მერილინის სიკვდილის ერთ-ერთ ვერსიას წარმოადგენს.

მერილინს დიდი სახლი და ბევრი ბავშვები უნდოდა, საკუთარი ოჯახი, რომელსაც იგი მოკლებული იყო ბავშვობაში. პირველ ქმართან, ჯეიმსთან ქორწინება ხანმოკლე იყო და იმედგაცრუების მეტი არაფერი მოუტანია მისთვის. 1954 წელს მერილინი მეორედ გათხოვდა სიცილიური წარმოშობის ემიგრანტზე, სახელგანთქმულ ბეისბოლისტზე ჯო დი მაჯოზე. ამ დროისათვის იგი უკვე კინოვარსკვლავი იყო, გადაღებული იყო 21 ფილმში და ჰქონდა მიღებული პრემია "ოქროს გლობუსი", როგორც ყველაზე პოპულარული მსახიობი, დატოვა ჰოლივუდის ბულვარზე თავისი ხელების ანაბეჭდი და დაწერა საკუთარი სახელი. ზუსტად მაშინ შეარქვეს სექს-სიმბოლო. კინოეკრანებზე გადიოდა ფილმები, რომლებშიც იგი მთავარ როლებს ასრულებდა: "ჯენტლმენები უპირატესობას ქერათმიანებს ანიჭებენ" 1952 წ. "როგორ გაყვეთ ცოლად მილიონერს" 1953 წ. ჯო აღმერთებდა მერილინს და სურდა, რომ იგი მთლიანად მისი საკუთრება ყოფილიყო, პირველ რიგში იგი მერილინში ცოლს, დედას, სახლის დიასახლისს ხედავდა. მას აღიზიანებდა, რომ მისი ცოლის სახელის გარშემო ბევრი ხმაური იყო ატეხილი, რომ მისი გულახდილი სურათები იყიდებოდა მილიონობით ტირაჟით. მაგრამ მერილინს არ შეეძლო უარი ეთქვა კინოზე, კარიერაზე, პოპულარობაზე თავისი საყვარელი მამაკაცის გამო, იგი მიხვდა, რომ ჯოს ვერ გააბედნიერებდა. "მე ვერ შევძელი გავმხდარიყავი იტალიელი დიასახლისი, რასაც იგი ითხოვდა ჩემგან". და მიუხედავად ორმხრივი სიყვარულისა, ისინი მაინც დაშორდნენ ერთმანეთს. თუმცა, დი მაჯიოს მთელი ცხოვრების მანძილზე უყვარდა მერილინი და მის სიკვდილამდე ყველაზე ერთგულ მეგობრად დარჩა. ხოლო მერილინის სიკვდილის შემდეგ 20 წლის განმავლობაში იგი აგრძელებდა წითელი ვარდების გაგზავნას მერილინის საფლავზე. სიკვდილის წინ კი თქვა: "მე არ მეშინია სიკვდილის. პირიქით, ბედნიერი ვარ, რადგან ისევ მერილინთან ერთად ვიქნები!"

მერილინის შემდგომი ქორწინება შედგა მისი წარუმატებელი თვითმკვლელობის შემდეგ, რომელიც ჯონი ჰაიდის სიკვდილის გამო ჩაიდინა. ამჯერად, 1956 წელს მისი ქმარი გახდა ცნობილი ამერიკელი დრამატურგი არტურ მილერი, გახმაურებული პიესების: "ყველა ჩემი ვაჟიშვილი" და "კომივოიაჟერის სიკვდილი" ავტორი. მერილინი აღფრთოვანებული იყო მისი ჭკუით, ლიტერატურული ტალანტით და იმით, რომ ესმოდა მერილინის თვითსრულყოფისაკენ სწრაფვა. ამავე წელს მან შეასრულა რთული დრამატული როლი ფილმში "ავტობუსის გაჩერება". კავშირი არტურ მილერთან ყველაზე ხანგრძლივი აღმოჩნდა და 4 წელიწადს გასტანა. მაგრამ მილერისათვის რთული იყო მის გვერდით ცხოვრება, ამ წლების განმავლობაში მან ვერაფერი დაწერა. ხელს უშლიდა ისევ და ისევ მისი ცხოვრების წესი, სადაც არც დრო იყო და არც ადგილი განმარტოებისათსის და მერილინის გატაცების დასაწყისი ივ მონტანით, რომელთან ერთადაც ითამაშა ფილმში "მოდი, სიყვარულით გავერთოთ"(1960 წ.). ამავე წელს ქორწინება ჩაიშალა. "მისტერ მილერი – შესანიშნავი ადამიანია, მაგრამ ჩვენმა ქორწინებამ ვერ გაუძლო დროის გამოცდას გამძლეობაზე" - ამბობდა შემდეგომში მერილინი. მერილინის სიკვდილის შემდეგ არტურმა დაწერა პიესა "შეცოდების შემდეგ", რომლის მთელი შინაარსი გაჟღენთილი იყო სიყვარულით მერილინის მიმართ.

მერილინ მონრო თანდათან იძენდა კინოში მუშაობის გამოცდილებას, მას უკვე იწვევდნენ უფრო სერიოზულ როლებზე, იგი აღარ იყო მხოლოდ სექს-სიმბოლო, არამედ მსახიობიც, ყველაზე პოპულარული კინოვარსკვლავი. ყოველი მორიგი ფილმის შემდეგ მისი პოპულარობა იზრდებოდა მაგრამ მერილინის სუსტი ნერვული სისტემა ვერ უძლებდა დაძაბულ კინოგადაღებებს (გავლენას ახდენდა საშინელი ბავშვობაც და მემკვიდრეობაც: მისი დედა და ბებია ფსიქიური დაავადებებით იტანჯებოდნენ), გაუთავებელ წარუმატებლობებს პირად ცხოვრებაში, შვილების ყოლის შეუძლებლობას, თავისი როლებით დაუკმაყოფილებლობას. უკვე 18 წლის ასაკიდან იგი იღებდა საძილე საშუალებებს, რადგან ღამის კოშმარები ტანჯავდა. მას ყოველთვის ჰქონდა გაუწონასწორებლობის, განგაშის, მარტოობის, ავადმყოფური შიშების შეგრძნებები. ეს ყველაფერი ხშირ დეპრესიებს, სუიციდის მცდელობებს იწვევდა, ხშირად სარგებლობდა ფსიქიატრების დახმარებით. 1961 წელს მოუწია ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მკურნალობა.
ყოველწლიურად უფრო და უფრო ძლიერ ანტიდეპრესანტებს საჭიროებდა, მათ შორის ბარბიტურატებს, რომლებსაც ალკოჰოლთან ერთად იღებდა.

და აი, დიდების მწვერვალზე მყოფი, ათასობით ადამიანისათვის სათაყვანებელი მერილინი თავს უბედურად და მიტოვებულად გრძნობდა. მას აღარ ძალუძდა ეცხოვრა ნორმალური ცხოვრებით – იგი დაიცალა სულიერი ენერგიისაგან, ხშირად აგდებდა გადაღებებს, აგვიანებდა, გაუჩნდა კამერის შიში, საათობით არწმუნებდა საკუთარ თავს, გასულიყო გადასაღებ მოედანზე. ჯონ ჰიუსტონის ფილმი "მოუსვენრობა" (1961 წ.), სადაც სრულად შეძლო თავისი დრამატული ტალანტის წარმოჩენა, უკანასკნელი აღმოჩნდა მისთვის.

1962 წლის 5 აგვისტოს გარდაიცვალა "ამერიკის პატარძალი", ასე უწოდებდნენ მერილინ მონროს. იგი გარდაიცვალა მარტოობაში, ღამით. ხელში ტელეფონის ყურმილი ეჭირა. ვის ურეკავდა იგი სიკვდილის წინ? როგორც მთელი მისი ცხოვრება, ესეც ამ დრომდე გამოცანად რჩება. მისი სიკვდილის მიზეზებიც არაერთგვაროვანია. ოფიციალური დასკვნა: ნარკოტიკული ნივთიერებების ჭარბი დოზა. უბედური შემთხვევა თუ თვითმკვლელობა? დრო და დრო ჩნდება საშინელი ვერსიები მისი სიკვდილის შესახებ. მაგრამ ამ დრომდე არავისთვისაა ცნობილი, რა მოხდა სინამდვილეში.

იგი დაკრძალულია ვესტვუდის მემორიალურ სასაფლაოზე, ლოს-ანჯელესთან ახლოს. მაგრამ ამერიკის ყველაზე ლეგენდარული ქალი დღემდე აგრძელებს ადამიანთა გულების დაპრყობას.
დასაწყისზე დაბრუნება
პროფაილის დათვალიერება პირადი შეტყობინების გაგზავნა სასტუმრო  წიგნაკი მოხმარებლის დრიურის წაკითხვა მომხმარებლის ფოტოალბომის დათვალიერება
lola_pantera
ინვენტარი
ინვენტარი

avatar


დარეგისტრირებულია:
2007-05-07
პუნქტების რაოდენობა: 59514

შეტყობინებადამატებულია: 13 მაისი 2008 19:34
   შეტყობინების სათაური: Re: ლეგენდარული ადამიან
  ციტატით პასუხის გაცემა    შეტყობინების ამობეჭდვა




ონავრები ბავშვობიდან

მისი კარლსონისა და პეპი გრძელი წინდის გარეშე, აი უკვე რამდენი თაობაა, რომ ადამიანებს ვერ წარმოუდგენიათ საკუთარი ბავშვობა. უცნაურია, რომ შესანიშნავ ბავშვთა ფსიქოლოგად, რომელმაც საკუთარ გმირებში ნებისმიერი რასისა და ეპოქის ბავშვის ხასიათის შტრიხები აღწერა, იყო ერთი შეხედვით არაფრით გამორჩეული შვედი ქალი, დიასახლისი, ქვრივი, დედა და ბებია ჩვეულებრივი ქალური ბედით – ასტრიდ ანა ემილია ლინდგრენი.

თუმცა, მას არასოდეს მიუტოვებია ბავშვობის საოცარი სამყარო, ჯერ საკუთარი, შემდეგ თავისი შვილების, შვილიშვილების და შვილთაშვილების. ეს მარტივი სამყარო იყო ბედნიერი და უღრუბლო – საუკეთესო ნაწილი მის ცხოვრებაში, რომლის მოგონებებითაც არ იღლებოდა და მთელ სამყაროს უყვებოდა.

მის მშობლებს – სამუელ და ჰანა ერიქსონებს – ბავშვობიდან უყვარდათ ერთმანეთი და სიკვდილამდე არ დაშორებიან ერთმანეთს. ამ არაჩვეულებრივი სიყვარულის სხივებში დაიბადნენ და ცხოვრობდნენ მათი შვილები. ამბობენ, ბავშვები საკვებისაგან კი არ იზრდებიან, არამედ სიყვარულისგანო. ერიქსონების „მსოფლიოში ყველაზე ჩვეულებრივი ოჯახი“ აბსოლუტურად ბედნიერი იყო – მშობლები აღმერთებდნენ ერთმანეთს, ხოლო ბავშვები სრულებით კმაყოფილნი იყვნენ საკუთარი ცხოვრებით. თუმცა, „კარლსონის“ იდილიური გმირებისაგან განსხვავებით, ისინი დედაქალაქში კი არ ცხოვრობდნენ, არამედ მიყრუებულ ქალაქ ვიმერბიუსთან ახლოს მდებარე ფერმაში და არც თუ მდიდარი გლეხები იყვნენ.

ასტრიდ ერიქსონი დაიბადა 1907 წელს, მას ყავდა უფროსი ძმა, ხოლო შემდეგ კიდევ ორი და შეეძინა. ყოველ მათგანს უყვარდა წიგნის კითხვა და საშინელი ფანტაზიორები იყვნენ. მათი გამოგონებული თამაშები შემდეგ მილიონობით ბავშვისათვის იქცნენ სახელმძღვანელოდ, და არა მარტო კარლსონისა და პეპის ოინებში, არამედ სხვა ნაკლებად ცნობილ წიგნებში - „ემილი“ და „მადიკენი“. ერიქსონების ყველა შვილი შემოქმედებით ადამიანებად ჩამოყალიბდნენ: ასტრიდის ძმა და შუათანა და – მწერლებად, ხოლო უმცროსი და – ჟურნალისტად.

მაგრამ ასტრიდის საოცარი ბავშვობა როგორღაც უეცრად დასრულდა. ერთხელაც იგი მიხვდა, რომ უდარდელობა, თავისუფლება და თამაშები უკან დარჩა, მაგრამ ზრდასრული ცხოვრებაც ვერ ეწყობოდა. ცდილობდა რა, „ეთამაშა“ სერიოზული ქალიშვილი, იგი 18 წლის ასაკში დაორსულდა. გათხოვება არ სურდა, ხოლო უკანონოდ გაჩენილი შვილით პატარა სოფელში ცხოვრება შეუძლებელი იყო. იდგა რთული ომის შემდგომი ოციანი წლები, და პურიტანული, პროვინციული შვეცია მას ვერ გაუგებდა. თუმცა მას აზრადაც არ მოსვლია დაშორებოდა მომავალ შვილს...

და აი, 19 წლის ასტრიდი, შორეულ და ყველაფრის მიმართ გულგრილ კოპენჰაგენში, მარტოობაში აჩენს ვაჟიშვილს – ლარსას. ასტრიდი ძლიერი და დამოუკიდებელი გახდა, სკანდალი, რომლითაც მან თავისი ბედნიერი ბავშვობა მიატოვა, მისთვის სულერთი იყო. ბედნიერი ბავშვებისათვის დამახასიათებელი ოპტიმიზმით იგი მხოლოდ წინ იყურებოდა.

ასტრიდმა გულის წუხილით დატოვა თავისი საყვარელი პირმშო აღსაზრდელად კოპენჰაგენში, ხოლო თვითონ სტოკჰოლმში გადავიდა და იშოვა მოკრძალებული სამუშაო პატარა კანტორაში. ასტრიდისათვის შვილის მონახულება მხოლოდ დღესასწაულებზე გაუსაძლისი გახდა, ამიტომ პატარა ლარსი მალე გადავიდა ერიქსონების სტუმართმოყვარე სახლში და აგრძელებდა დედასთან დროდადრო შეხვედრებს.

სტოკჰოლმში ასტრიდმა გაიცნო და მალე ცოლად გაყვა ავტომობილების პერსპექტიულ ვაჭარს სტურე ლინდგრენს. აი მაშინ დაიწყო მეორე ბედნიერი ხანა მის ცხოვრებაში. იგი დიასახლისი გახდა, წამოიყვანა თავისი ვაჟიშვილი ნათესავებისაგან და მალე მეორეც გააჩინა – ქალიშვილი კატრინი. ასტრიდი ტკბებოდა დედობის ყოველი წუთით. წყნარი ოჯახური ცხოვრება პატარა მოკრძალებულ ბინაში მისთვის ბედნიერების განსახიერება იყო.

მისი ქმარი კეთილი და სიცოცხლის მოყვარული ადამიანი იყო, მოსიყვარულე ქმარი და მამა, რომელსაც პროფესიული წარმატებებიც სდევდა თან. მისი ერთად-ერთი ნაკლი სასმელი იყო, რომელიც თან სდევდა ხშირ სავაჭრო გარიგებებს. იგი არასოდეს იყო აგრესიული ან უხეში, ასტრიდს სხვა რამ აცოფებდა: მისი ხმაურიანი გართობა და უდარდელობა, ხშირი ხუმრობა და გათამაშება საერთოდ არ ესმოდა. ნამდვილი შვედი – იგი მოკლებული იყო გარეგნულ მხიარულებას და სამხრეთულ იუმორს. სტურე ლინდგრენს ალბათ ძალიან გაუკვირდებოდა, თუკი ვინმე ეტყოდა, რომ მისი გაუღიმარი ცოლი ამქვეყნად ისეთ ხუმარა არსებებს შექმნიდა, როგორიც კარლსონი და პეპი არიან. იგი გარდაიცვალა ორმოცდაათიანების დასაწყისში, და დატოვა ასტრიდი ორი, თითქმის უკვე ზრდასრული შვილით...

პირველი პეპი გრძელი წინდა „დაიბადა“. იგი კატრინმა გამოიგონა, როცა წითელათი იყო ავად. ავადმყოფი, ჭირვეული გოგონას დედას მოუხდა სწრაფად მოეგონებინა შვილის გამოგონილი პერსონაჟის გარეგნობა, მეგობრები და საერთოდ მთელი ისტორია. ეს არც ისე რთული იყო: ქალი უბრალოდ საკუთარ თავს იხსენებდა შვილის ასაკში, ასე გაჩნდნენ სასაცილო წითური ნაწნავები, მოუწესრიგებელი წინდები, ცხენი ჩალის ქუდით და ათასი უბერებელი ოინი. „სერიალი“ პეპის შესახებ დღითი დღე იზრდებოდა, სანამ კატრინი არ გამოჯანმრთელდა. მის ავადმყოფობასთან ერთად პეპი დავიწყებული იქნა.

ასტრიდს იგი მაშინ გაახსენდა, როცა ავადმყოფობის გამო იძულებული იყო ორი კვირა საწოლში გაეტარებინა: 1941 წლის ზამთარში ასტრიდი ტროტუარზე წაიქცა და ფეხი მოიტეხა. სწორედ მაშინ ასტრიდმა დაიწყო ყველა მოგონილი ისტორიის ჩაწერა...

კარლსონს ბინა იმ ძველი სახლის სახურავზე დაუდო, რომელშიც ოდესღაც ლინდგრენების ოჯახი ცხოვრობდა. ბიჭის ოჯახის შესახებ წერა და ფანჯიდან ხედის აღწერაც იოლი იყო: ასტრიდი უბრალოდ აღწერდა იმას, რაც სინამდვილეში იყო. იგი შემდგომშიც არასოდეს ცდილა აღეწერა ის, რაც მას, მის მეგობრებს, ნათესავებსა და ნაცნობებს არ გადახდენიათ.

ამასთან, მისი ცხოვრება არასოდეს ყოფილა სავსე რაიმე გასაოცარი მოვლენებით: მან ორმოცდაათი წელი გაატარა ერთ უბრალო ბინაში, ამაზე უფრო მეტხანს მეგობრობდა ერთსა და იმავე ხალხთან, და ერთხელ დაქვრივებულს, აღარასოდეს უფიქრია გათხოვებაზე და სიყვარულზე. შორეული ქვეყნების ნახვის საშუალება მხოლოდ სიბერეში მიეცა – როცა მისი პოპულარული წიგნების უდიდესი ტირაჟით გამოცემის შემდეგ მნიშვნელოვანი თანხები გაუჩნდა. მაგრამ საზღვარგარეთ მოგზაურობისას მიღებული შთაბეჭდილებების შესახებ არაფერი დაუწერია: იგი წერდა უბრალო, ჩვეულებრივ ყოველდღიურობაზე და წერა მხოლოდ მაშინ შეწყვიტა, როცა ყველაფერი მოყვა რაც ახსოვდა თავისი ბავშვობის მშვენიერი სამყაროს შესახებ...
დასაწყისზე დაბრუნება
პროფაილის დათვალიერება პირადი შეტყობინების გაგზავნა სასტუმრო  წიგნაკი მოხმარებლის დრიურის წაკითხვა მომხმარებლის ფოტოალბომის დათვალიერება
lola_pantera
ინვენტარი
ინვენტარი

avatar


დარეგისტრირებულია:
2007-05-07
პუნქტების რაოდენობა: 59514

შეტყობინებადამატებულია: 13 მაისი 2008 19:36
   შეტყობინების სათაური: Re: ლეგენდარული ადამიან
  ციტატით პასუხის გაცემა    შეტყობინების ამობეჭდვა




მადამ ტიუსო


მადამ – ასეთი მიმართვა საფრანგეთშია მიღებული. მაშ რატომ იფურჩქნება ცვილის ფიგურების ყველაზე ცნობილი მუზეუმი ლონდონში? ინგლისელები ამაყობენ ამ უჩვეულო ექსპოზიციით. რაშია ამ უჩვეულო ქალბატონის საიდუმლო, რომელიც, ბოლოს და ბოლოს არც ინგლისელია, არც ფრანგი, რადგან დაიბადა სტრასბურგში – ქალაქში, რომელშიც უძველესი დროიდან ჭარბობს გერმანული კულტურა?
დიახ, არქივის ჩანაწერების თანახმად 1760 წელს დაიბადა გოგონა, რომელსაც დაარქვეს მარი...
მისმა მამამ – იოჰან ჟოზეფ გროსჰოლცმა – ავსტრიული არმიის ჯარისკაცმა საკმაოდ სწრაფად დატოვა სტრასბურგი, დაუტოვა რა გოგონას ერთად-ერთი მემკვიდრეობა – კანონიერი სახელი, რაც არც ისე ცოტა იყო იმ ეპოქისათვის, როცა ბავშვებს ესეც არ ჰქონდათ. რა გახდა მისი ასეთი სწრაფი გამგზავრების მიზეზი, საიდუმლოდ რჩება. შესაძლოა, ბრძანებამ მორიგი საომარი ოპერაციის დასაწყებად, ან იმის გამო, რომ ანამ – მისმა ცოლმა, რომელიც 20 წლით უმცროსი იყო ქმარზე – შვილის გაჩენის შემდეგ რომანი გააბა განათლებულ და ყოჩაღ ბიჭთან – ფილიპ კურტიუსთან. ბანალური ისტორია კლასიკური სამკუთხედით, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში – აბსოლიტურად მოულედნელი დასასრულით: ახალგაზრდა კაცმა შესთავაზა ანას და მის შვილს, გადასულიყვნენ მასთან ერთად პარიზში, სადაც იგი ყველგან წარსდგებოდა, როგორც ანატომისტი. იშვიათი სპეციალობა დაუკონკრეტებელი შინაარსით, რომელიც შეიძლება ნიშნავდეს როგორც განსაზღვრულ განათლებას მედიცინაში, ასევე ცვილის ფიგურების ძერწვაში. და ბოლოს, ყველაზე საკვირველი რამ – იგი მიეჯაჭვა ბავშვს, ხოლო ბავშვმა მასში იპოვა მზრუნველი მამა და კარგი აღმზრდელი, რადგან სახელდობრ მან შეასწავლა მარის ეს იშვიათი პროფესია. ხოლო იმ ეპოქაში, როცა ჯერ კიდევ არ არსებობდა ფოტოგრაფია, ხოლო ნამდვილი პორტრეტის შეკვეთა მხატვართან ძალიან ძვირი ღირდა და ყველას არ ჰქონდა ამის ფული, მინიატურული ცვილის ფიგურები დიდი პოპულარობით სარგებლობდნენ და მათ პარიზის ბევრი ხელოსანი ამზადებდა.
დაწყებით სკოლაში რამდენიმე წლიანი სწავლის შემდეგ მარი თანდათან ეჩვევა ამ საქმიანობას. თავიდან იგი სწავლობს ყვავილებისა და ხილის გამოძერწვას ცვილისაგან, პარალელურად სწავლობს ხატვას, კერვას და ვარცხნილობების მოდელირებას. იგი ნიჭიერი აღმოჩნდა.
1778 წლის თებერვლის ერთ ცივ დღეს, ფილიპი ეპატიჟება მარის მოდელირების სეანსზე, ბონის ქუჩაზე, სადაც გენიალური ვოლტერი ჩერდება. გზაში მან აუხსნა მარის, თუ ვინ იყო ეს ადამიანი საფრანგეთისათვის. ხოლო ის, რომ იგი დათანხმდა პოზირება გაეწია ფილიპისათვის, იმას მიანიშნებს, რომ ხელოსნის სახელი საკმაოდ ცნობილი იყო იმ წლებში. ორი თვის შემდეგ დიდებული ბრძენი გარდაიცვალა, და მოულოდნელად ისინი გახდნენ ერთად-ერთი მფლობელები უნიკალური ცვილის ფიგურისა, რომელიც ფილოსოფოსის ცხოვრებაში შეიქმნა. გონიერი კურტიუსი მიხვდა, რომ საჭიროა სწრაფად შექმნას ვოლტერის ბიუსტი. გამოფენილი მაღაზიის ვიტრინაში, იგი იზიდავდა მყიდველებისა და უბრალოდ გამვლელების ყურადღებას, რომლებსაც სურდათ დამშვიდობებოდნენ ამ არაორდინალურ პიროვნებას.
მარი მიუახლოვდა ოცი წლის ასაკს და თანდათანობით შევიდა კომერციისა და მეწარმეობის მამაკაცურ სამყაროში. მას უკვე აბსოლუტურად ჰქონდა ათვისებული თავისი უჩვეულო პროფესია, იყო კარგი სკულპტორი, და არა მხოლოდ... იგი თავად აწარმოებდა ფინანსურ დოკუმენტებს, ვაჭრობდა ცვილის, ქსოვილის და ნატურალური თმის გამყიდველებთან, ეძებდა სად იყო უკეთესი, და იაფი; ავსებდა სარეგისტრაციო წიგნებს; ფიქრობდა ფიგურების უფრო ხელსაყრელ განათებაზე, რათა დაემალა ცვილის არაბუნებრივი სიფერმკთალე; აყენებდა სარკეებს საგამოფენო დარბაზებში, რაც ხელოვნურად ადიდებდა სივრცეს. ამ ყველაფერს იგი დამთვარიელებელთა მისაზიდად აკეთებდა, რომელთათვისაც იგი საკუთარ ბუნებრივ მიმზიდველობასაც ინარჩუნებდა.
როცა მას 30 წელი შეუსრულდა, დაიწყო ფრანგული ბურჟუაზიული რევოლუცია – ალბათ, ყველაზე მთავარი ეტაპი მის ცხოვრებაში. 1789 წელი – სისხლიანი წელი საფრანგეთის ისტორიაში. რევოლუცია, სიკვდილით დასჯა, გილიოტინა – სიტყვები, რომელთა მოსმენაც ყველაზე ხშირად შეიძლებოდა იმ ეპოქის პარიზის ქუჩებში. ადამიანებს ფერი ეკარგებოდათ, როცა საღამოობით კიბეებზე ფეხის ხმა ესმოდათ...
მარის საქმეები შედარებით უარესად მიდიოდა, ვიდრე უწინ – ფრანგებს არ ეცალათ ხელოვნებისათვის, გამოფენას თითქმის არავინ სტუმრობდა. მოულოდნელად ფორტუნამ გაუღიმა მას, მაგრამ ეს ღიმილი სევდიანი იყო, უფრო კი ტრაგიკული: 1790 წელს გარდაიცვალა ბენჟამინ ფრანკლინი, რომლის პატივსაცემადაც საფრანგეთის ნაციონალურმა ასამბლეამ გლოვა გამოაცხადა, ხოლო მარიმ, ახსოვდა რა ვოლტერის გაკვეთილი, მაშინვე გამოძერწა დიდი ამერიკელის პროფილი და დადგა იგი გალერეის შესასვლელში. მრავალი დღის განმავლობაში ამ თავისუფლების მოყვარული ადამიანის თაყვანისმცემელთა რიგი არ კლებულობდა გამოფენის წინ.
ერთი წლის შემდეგ პარიზი ემშვიდობებოდა თავის მეორე საყვარელ ადამიანს – მირაბოს. მარიმ მისი ფიგურაც გააკეთა და შესასვლელში დადგა – დამთვალიერებელთა რიცხვი მკვეთრად გაიზარდა, როგორც შემოსავალი. გალერეა, მისი სევდიანი სახელის მიუხედავად, სულ უფრო სახელგანთქმული ხდებოდა.
მოულოდნელად მარის ეწვია ახალი იდეა: რატომ არ უნდა გამოეძერწა რევოლუციის ცოცხალი გმირების პორტრეტები? მან მიმართა რობესპიერს თხოვნით, დაემზადებინა მისი ბიუსტი, და რაც ყველაზე გასაკვირია, რობესპიერი დათანხმდა მას. მარის ბევრი სხვა ახალი იდეა ჰქონდა, მაგრამ ცნობილი პიროვნებების პორტრეტები განსაკუთრებულად აინტერესებდა. ინტუიცია კარნახობდა მას, რომ ეს ადამიანები მსოფლიოს ისტორიაში შევიდოდნენ. მისი საქმიანობის კულიმინაციად იქცა მარატის მკვლელობა მეფის მომხრე შარლოტა კორდესაგან. მარიმ ჯერ კიდევ არაფერი იცოდა, როცა ოტელში ხელისუფლების რამდენიმე წარმომადგენელი შევიდა, და სთხოვეს რა თან წაეღო ყველაფერი აუცილებელი ძერწვისათვის, წაიყვანეს მკვლელობის ადგილას. მისი ხელები ზუსტად და მტკიცედ მუშაობდნენ, თითქმის მექანიკურად, ხოლო თვალები ცდილობდნენ დაემახსოვრებინათ ახალგაზრდა ქალის სახე, რომელიც ჯარისკაცებით იყო გარშემორტყმული.
დაბრუნებულმა, მან გონებაში აღადგინა მისი პორტრეტი, ხოლო მოგვიანებით, საკუთარი ესკიზებით გააკეთა ნიღაბი – შარლოტას მულაჟი. და უცებ იგი მიხვდა, რომ ეს ქალი, მარტო, მარატის – მისი მსხვერპლის გარეშე, განსაკუთრებულს არაფერს წარმოადგენდა, ისინი ერთად უნდა ყოფილიყვნენ. გაჩნდა იდეა არა მხოლოდ ფიგურების შექმნისა, არამედ ცალკეული სცენებისა, რომლებიც ასახავდნენ ისტორიის საკვანძო მომენტებს. ასე ჩაეყარა საფუძველი მის მომავალ კოლექციას.
თითქოს მარიმ ყველაფერ ამის გამო პირადი ცხოვრება დაივიწყა, მაგრამ არა. იგი პოპულარობით სარგებლობდა მამაკაცებში და არც განსაკუთრებული უკარებას როლს თამაშობდა, მაგრამ გათხოვების იდეა მას მხოლოდ კურტიუსის სიკვდილის შემდეგ გაუჩნდა, როცა ნამდვილი მარტოობა იგრძნო. ვინ იყო მის ცხოვრებაში ეს კაცი? დედის საყვარელი, რომელმაც მას თავიდან მამა შეუცვალა, რომელიც არასოდეს უნახავს, შემდეგ მის მასწავლებლად და მეგობრად იქცა, რომლის აზრსაც მარი ყოველთვის ითვალისწინებდა.
კურტიუსის გარდაცვალებიდან რამდენიმე თვის გასვლის შემდეგ მან გაიცნო ფრანსუა ტიუსო, და 1795 წლის ოქტომბერში მათ ჯვარი დაიწერეს. 1796 სექტემბერში დაიბადა გოგონა, რომელიც სამწუხაროდ 9 თვის შემდეგ გარდაიცვალა. 1798 წის აპრილში მარის შეეძინა ვაჟიშვილი ჟოზეფი. რა საოცარიც არ უნდა იყოს, ბავშვის დაბადებამ მარი რიტმიდან ვერ ამოაგდო. იგი ძველებურად შრომობდა. მაგრამ უსაქმური ქმარი უკვე აღიზიანებდა მას. მარი მისგან დახმარებასა და მხარდაჭერას ელოდა, ის კი დალევის მოყვარული და აზარტული მოთამაშე გამოდგა. იგი არ აქცევდა ყურადღებას პირველ კონფლიქტებს, და მხოლოდ თავისი თავისა და ფორტუნის იმედი ჰქონდა, რომელმაც ახალი სიუჟეტი შესთავაზა: ნაპოლეონი.
ჟოზეფინამ, წაიკითხა რა სტატია კურტიუსის გალერიის შესახებ, მარის თავისი სახელგანთქმული მეუღლის სურათი შეუკვეთა. ბიუსტი ჟოზეფინას წარუდგინეს, ხოლო მულიაჟი მარისთან დარჩა, როგორც სხვა ნიღბები: ჟან-ჟაკ რუსო, ვოლტერი, რობესპიერი, სიკვდილით დასჯილი ლუი მეთექვსმეტე და მარი-ანტუანეტა. 1800 წელს გაჩნდა მეორე ვაჟიშვილი – ფრანსისი. ცოლ-ქმარს შორის კამათი სულ უფრო ხშირდება: მარი შოულობდა ფულს, ხოლო ქმარი აგებდა მათ კარტში და არ ესმოდა, რომ ქარს ატანდა მათი შვილების მემკვიდრეობას. მარის ამის პატიება არ შეეძლო, მაგრამ განქორწინება ნიშნავდა ქონების გაყოფას, მათ შორის გალერეისას და ყველაფერ იმისა, რაც მისგან და კურტიუსისაგან იყო შექმნილი. მან შექმნილი ვითარება რეალურად შეაფასა და გადაწყვიტა ემიგრირებულიყო დიდ ბრიტანეთში.
ეს არ იყო ადვილი გადასაწყვეტი ქალისათვის, რომელიც უკვე ორმოც წელზე მეტის იყო, ორი ბავშვით ხელში. მაგრამ მან სხვა გამოსავალი ვერ იპოვა, რომ დაეცვა საკუთარი და ბავშვების ინტერესები. 1802 წელს იგი ჩავიდა ლონდონში, სადაც დაიწყო მარი გროსჰოლცის ნამდვილი გარდასახვა მადამ ტიუსოდ, რომელსაც ჰქონდა გამოცდილება, ნიჭი, რეპუტაცია, და ფული, რომ ყველაფერი თავიდან დაეწყო.
ჯერ ისევ უცნობ ქვეყანაში პირველმა გამოცდილებამ უჩვენა მას, რომ ინგლისის ისტორია საფრანგეთის ისტორიაზე ნაკლებ საინტერესო არ იყო: რიჩარდ ლომ-გული, ჰენრი მეშვიდე, მარია სტიუარტი და მარია ტიუდორი, კრომველი და ინგლისის რევოლუცია.
მადამ ტიუსო მაშინვე შეუდგა მუშაობას, იგი აკეთებდა ცნობილ პერსონაჟებს. ეს იყო ბუნებრივი სიმაღლის ფიგურები. თმის, თვალების ფერი, სიმაღლე, აღნაგობა, სამოსი – შეესაბამებოდა რეალობას, ხოლო ფიგურების გარშემო ხანდახან იქმნებოდა იმ ეპოქის შესაბამისი გარემო. საკუთარ ისტორიაში შეყვარებულმა ინგლისელებმა ღირსეულად შეაფასეს მარის შრომა. მის გამოფენებს უფრო და უფრო ხშირად სტუმრობდნენ. მაგრამ ფორტუნა ყოველთვის არ უღიმოდა მას: 1804 წელს, ირლანდიის ტურნეს შემდეგ, სატვირთო გემი, რომელსაც ცვილის ფიგურები გადაჰქონდა, ჩაიძირა. მარისათვის ეს სიკვდილის ტოლფასი იყო: გამოფენა მისი შემოსავლის ერთად-ერთ წყაროს წარმოადგენდა. და ზუსტად ამ წარმოუდგენლად მძიმე დღეებში წარმოჩინდა მისი ახალი თვისებები: ხასიათის სიმტკიცე და შეუპოვრობა. მან ისევ ყველაფერი თავიდან დაიწყო – მულიაჟების წყალობით, რომელთაც იგი არასოდეს ანადგურებდა – ისინი მეორე გემზე ეწყო. მან აიღო კრედიტი მასალის შესაძენად, და შემდეგ, მარტო, ვინმეს დახმარების გარეშე, დილიდან გვიან საღამომდე ძერწავდა ფიგურებს, კერავდა სამოსს, აკეთებდა ვარცხნილობებს. ეს ტიტანური შრომა იყო, მაგრამ მარი ამ საქმიდან გამარჯვებული გამოვიდა, აღადგინა მთელი კოლექცია, რომელიც მაშინ რამდენიმე ათეული ფიგურისაგან შედგებოდა, და რაღა თქმა უნდა დაუმატა მათ ახალი პერსონაჟები, და როგორც კომპენსაცია მძიმე შრომისათვის, მასთან ნამდვილი წარმატება მოვიდა.
ვაჟიშვილები წამოიზარდნენ და ეხმარებოდნენ მას: ჟოზეფმა და ფრანსისმა მას კურტიუსი შეუცვალეს. იგი თვალს ადევნებდა ყველა ახალ ამბავს, კითხულობდა გაზეთებს, წიგნებს ისტორიის შესახებ, ენციკლოპედიებს. თავისი დროისათვის იგი საკმაოდ განათლებული ქალი იყო. ამას გარდა, მას ახასიათებდა თვისება, მაშინვე განეხორციელებინა საკუთარი იდეები. ერთხელ, წაიკითხა რა გაზეთში წარმოუდგენლად სასტიკი მკვლელობის შესახებ, მაშინვე დაებადა აზრი შეექმნა საშინელებათა ოთახი, რომელშიც საუკუნის ყველაზე ცნობილ მკვლელობებს ასახავდა.
იმ წლებში მადამ ტიუსოს გამოფენა იმდენად ცნობილი იყო, რომ რეპორტიორების ყურადღებას იპყრობდა, რომელთა შორისაც ახალგაზრდა ჩარლზ დიკენსი იყო – მაშინ ჯერ კიდევ უცნობი მწერალი, რომელიც ერთ-ერთ ლონდონურ გაზეთში მუშაობდა, და რა თქმა უნდა ვერ წარმოედგინა, რომ მალე თვითონაც მოხვდებოდა მადამ ტიუსოს კოლექციაში.. 1830 წელს სხვა მოვლენა მოხდა, რომელიც მარის ჭეშმარიტად უხაროდა: ფრანსისმა ცოლი მოიყვანა, ხოლო პირველი შვილიშვილის დაბადებამ მას მოულოდნელი გრძნობები გაუღვიძა. მან პირველად იგრძნო, რომ მოდგმის სათავეში იდგა, რომელიც უკვე სამი თაობისაგან შედგებოდა და რომელსაც საინტერესო მომავალი ელოდა. ერთხელ, შვილიშვილის ხელში ჭერისას მას ახალი ორიგინალური იდეა დაებადა – დაეწყო ბავშვების ფიგურების მოდელირება: პრინცების, პრინცესების, გვირგვინის მემკვიდრეების. ამ იდეის ყველაზე კაშკაშა განსახიერება გახდა ცამეტი წლის გოგონა დიდი ცისფერი თვალებით – ვიქტორია, დიდი ბრიტანეთის მომავალი დედოფალი, რომელმაც დაათვალირა გამოფენა 1833 წელს. რამდენიმე დღის შემდეგ მადამ ტიუსომ მიიღო წერილი მეფის ბეჭდით და სამადლობელი სიტყვებით მისი მისამართით.
მადამ ტიუსოს კოლექციაში სიცოცხლეშივე მოხვედრა პრესტიჟული გახდა. ექსპოზიციებს აღფრთოვანებით ხვდებოდნენ ყველა ქალაქში. იმ ეპოქის მილიონი ადამიანისათვის, როცა არც კინო იყო და არც ფოტოგრაფია, ტიუსოს კოლექცია წარმოადგენდა ისტორიის ნახვის ერთადერთ საშუალებას. ეს უბრალოდ წარმატება კი არა, ნამდვილი ტრიუმფი იყო!
და ისევ ლონდონი და ლივერპული, დუბლინი და იორკი, და ისევ ლონდონი... იგი მიეჩვია ასეთ მოხეტიალე ცხოვრებას, მაგრამ შვილები, განსაკუთრებით ფრანსისი, რომელსაც უკვე სამი შვილი ყავდა, ოცნებობდნენ შეეცვალათ ეს რიტმი, და სთავაზობდნენ სტაციონარულ გამოფენას. მარის დრო დასჭირდა, ამ აზრს რომ შეგუებოდა და ერთ მშვენიერ დღეს მან თანხმობა განაცხადა. მათ საკმაო სახსრები ჰქონდათ, რომ შეეძინათ სახლი ლონდონის ცენტრში და გაეხსნათ მასში მუზეუმი. როცა პირველი დამთვალიერებლები შევიდნენ, მარის თავბრუ დაეხვა – ან სიამაყისგან, ან თავისი ასაკის გამო: იგი უკვე 75 წლის იყო. იგი მიხვდა, რომ შვილები მართლები იყვნენ, მხოლოდ ასე შეიძლებოდა შეეფასებინა საკუთარი და მათი მრავალწლიანი შრომა 1802-დან 1835 წლამდე, მაგრამ ჭეშმარიტი სიხარული მას მიანიჭა ოჯახურმა კლანმა და იმის შეგრძნებამ, რომ მის წამოწყებას ღირსეული გამგრძელებლები ყავდა.
40-იან წლებში მადამ ტიუსოს მუზეუმი სამეფო რიტუალის ერთ-ერთ შემადგენელ ელემენტად იქცა განსაკუთრებით პატივსაცემი სტუმრების მიღებისას, რომელთა შორისაც იყო რუსეთის იმპერატორი ნიკოლოზ პირველი.
ცოტა მოგვიანებით მუზეუმი სხვა ცნობილმა სახემ მოინახულა – შოუ-ბიზნესის ამერიკელმა მაგნატმა ტეილორ ბარნუმმა, «American Museum»-ის, იმ დროისათვის ყველაზე დიდი გასართობი ცენტრის შემქმნელმა. მან სწრაფად შეათვალიერა მუზეუმი, და მეტი არაფერი... მისი ნამდვილი ინტერესი გამოიწვია მუზეუმის შესასვლელთან მდგარმა რიგმა, რომელიც არ მცირდებოდა – ნამდვილი ამერიკელი, რომელსაც პირველ რიგში შემოსავლის საკითხი აღელვებდა. მან ორჭოფის გარეშე გადაწყვიტა შეეძინა ეს გამოფენა, მით უმეტეს, რომ ფული საკმარისად ჰქონდა ყველაფერ იმის საყიდლად, რასაც მოისურვებდა. მაგრამ მოულოდნელად იგი მადამ ტიუსოს ქალურ სიჯიუტეს წააწყდა. ტიპიურ ამერიკელ მეწარმეს, რომლისთვისაც ყველაფერი ფულით იზომებოდა, არ ესმოდა, თუ რას უხსნიდა მარი: მას არ შეეძლო გაეყიდა კურტიუსის მეგობრობა, საკუთარი ტანჯული მრავალწლიანი გამოცდილება, და ბოლოს და ბოლოს თავისი შვილების, შვილიშვილებისა და შვილთაშვილების მომავალი.
სიბრძნემ და ინტუიციამ არ მოატყუეს იგი. საქმე, რომელიც მან დაიწყო მეთვრამეტე ასწლეულში, გადაიქცა 21 საუკუნის გართობის უზარმაზარ იმპერიად. ტიუსოს შთამომავლობა ყვავის, შვილთაშვილები აგრძელებენ დიდი ბებიის საქმეს. მათ გახსნეს მადამ ტიუსოს სახელობის მუზეუმები ამსტერდამში, ჰონგ-კონგში, ლას-ვეგასსა და ნიუ-იორკში.
ეს საოცარი ქალი გარდაიცვალა 1850 წელს, 90 წლის ასაკში. ინგლისელები მას შოუ-ბიზნესის დამაარსებლად თვლიან. მისი ცხოვრებისეული პრინციპები იმდენად თანამედროვეა და გასაგები ჩვენთვის, რომ ხანდახან გვავიწყდება, რომ იგი 1760 წელს დაიბადა. ეს იყო ქალი, რომელმაც მოახერხა სიკვდილი ისტორიის დონემდე აემაღლებინა!
დასაწყისზე დაბრუნება
პროფაილის დათვალიერება პირადი შეტყობინების გაგზავნა სასტუმრო  წიგნაკი მოხმარებლის დრიურის წაკითხვა მომხმარებლის ფოტოალბომის დათვალიერება
ახალი  თემის დაწყება    თემაზე პასუხის გაცემა საათობრივი წრივი: GMT + 1
ge.26L.com » ფორუმი » საზოგადოება » ახალი ამბები » ლეგენდარული ადამიანები....
გვერდი 1 3 დან გვერდზე:   1, 2, 3   შემდეგი

 

მსგავსი თემები:
   ფორუმი   თემა   ავტორი   ბოლო 
არ არის ახალი  შეტყობინებები დასვენება, გართობა საუკეთესო დასასვენებელი ა...
[გვერდზე: 1, 2, 3, 4, 5, 6]
lola_pantera 09 იანვ. 2013 23:44
nini7777 ბოლო შეტყობინების ნახვა
არ არის ახალი  შეტყობინებები მუსიკა თქვენი საყვარელი შემსრულე...
[გვერდზე: 1, 2, 3...5, 6, 7, 8, 9, 10]
Lithium-91 19 დეკ. 2012 15:14
Douzen ბოლო შეტყობინების ნახვა
არ არის ახალი  შეტყობინებები ფილმები/ტელევიზია თქვენი საყვარელი ფილმი! :)
[გვერდზე: 1, 2, 3...9, 10, 11, 12, 13, 14]
Lithium-91 16 ივნ. 2013 19:15
tamo_dima ბოლო შეტყობინების ნახვა
არ არის ახალი  შეტყობინებები ფოტოხელოვნება თქვენი გადაღებული ან დამონ...
[გვერდზე: 1, 2, 3...5, 6, 7, 8, 9, 10]
d_dave 05 სექ. 2012 20:20
meryen ბოლო შეტყობინების ნახვა
არ არის ახალი  შეტყობინებები პოეზია თქვენი საყვარელი ლექსები!!
[გვერდზე: 1, 2, 3...21, 22, 23, 24, 25, 26]
d_dave 18 მაისი 2013 22:55
mirzatsetskhlad ბოლო შეტყობინების ნახვა
არ არის ახალი  შეტყობინებები სიყვარული და რომანტიკა არატრადიციული სიყვარული...
[გვერდზე: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7]
lola_pantera 02 თებერვ. 2013 00:56
aMIRZAde ბოლო შეტყობინების ნახვა
არ არის ახალი  შეტყობინებები მუსიკა ირაკლი ჩარკვიანი (მეფე)
[გვერდზე: 1, 2, 3]
teklatekl 23 აგვ. 2012 14:03
Enrique305 ბოლო შეტყობინების ნახვა
არ არის ახალი  შეტყობინებები გაცნობები [გამოკითხვა] სიყვარულის სკვაზნიაკი
kilasa 24 აპრ. 2012 22:28
qitoo ბოლო შეტყობინების ნახვა
არ არის ახალი  შეტყობინებები პროზა ბრძნული, სასაცილო, ან/და უბრ...
[გვერდზე: 1, 2, 3...5, 6, 7, 8, 9, 10]
FINTIKOZA 24 აპრ. 2012 21:04
saaLLo ბოლო შეტყობინების ნახვა
არ არის ახალი  შეტყობინებები სიყვარული და რომანტიკა ცოლიანი ბიჯი მიყვარს ინტერ...
[გვერდზე: 1, 2, 3...5, 6, 7, 8, 9, 10]
sky18 24 აპრ. 2012 22:35
qitoo ბოლო შეტყობინების ნახვა



ჩემი პროფაილი: პროფაილი დაყენებები ფოსტა სასტუმრო წიგნაკი მეგობრები რეფერალები შავი სია ჩასაწერი წიგნაკი მისამართების წიგნაკი
ურთიერთობა: დასაწყისი ფორუმები ჩატი დღიურები კლუბები ფოტოალბომი გაცნობები მესენჯერი მომხმარებლები
გართობა: თამაშები ჭადრაკი სილამაზის კონკურსი
სასარგებლო: ავატარები სმაილები პაროლების გენერატორი
ინფორმაცია: ახალი ამბები წესები
2006-2014 26L.com - 26 Letter's Abuse